საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება 2021 წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტის - გიორგი მუმლაძის დაკავების ფაქტს და აღნიშნავს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაწყებული გამოძიება სახიფათო პრეცედენტს ქმნის გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული წესრიგის თვალსაზრისით.
ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივისტების მიმართ დაუსაბუთებელი საპოლიციო ძალის გამოყენების ტენდენცია კრიტიკას და შეშფოთებას იმსახურებს. ამავდროულად, სუსტი და არაეფექტიანია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უსაფუძვლოდ შეზღუდვის ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირება, რასაც მსუსხავი ეფექტი აქვს ამ უფლებით სარგებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში სამართალდამცავებმა არაერთხელ გამოიყენეს გიორგი მუმლაძის მიმართ დაუსაბუთებელი საპოლიციო ღონისძიებები და ადმინისტრაციული სანქციები. მოცემულ შემთხვევაში, გიორგი მუმლაძე მოქმედებდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულ სფეროში, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლების მიერ ფიზიკური ზემოქმედებით ჩიხში მოქცეული ცდილობდა მათგან თავის გათავისუფლებას, რაც საგამოძიებო ორგანოს მიერ შეფასდა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად.
შეკრების უფლების შეზღუდვისას პროტესტის მხარდამჭერების მიერ გამოხატული ნება, გააგრძელონ საკუთარი აზრის გამოხატვა და პოლიციას არ მისცენ დაკავების შესაძლებლობა, არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - ,,პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას“. აღნიშნული მუხლის ამგვარი ინტერპრეტაცია და სამოქალაქო აქტივისტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება შეკრების დროს პოლიციისგან თავის დახსნისკენ მიმართული ქმედების გამო, მორიგი საშიში სიგნალია ქვეყანაში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისთვის. ხელისუფლება აქამდე მრავალგზის ნაცადი ადმინისტრაციული მექანიზმების ნაცვლად, ახლა უკვე იყენებს უფრო მძიმე რეპრესიულ პოლიტიკას და პროტესტის გამოხატვის მიზანმიმართული ხელშეშლის ინტერესით, უხეშად ერევა მშვიდობიანი შეკრების უფლებაში.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს:
ინსტრუქცია