[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

ღირსეული შრომის პლატფორმა: კლინიკები ექთნების პროფკავშირულ ბრძოლას შლიან

გვსურს გამოვეხმაუროთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ  ღირსეული ანაზღაურებისთვის და შრომითი პირობებისთვის ექთნებისა და სანიტრების მიერ  დაწყებულ პროფკავშირულ ბრძოლას, რომლის დაშლასაც კლინიკის ადმინისტრაციები ცდილობენ.

2022 წლის მაისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ექთნებმა სოლიდარობის ქსელის პირველადი პროფკავშირი დააფუძნეს, კოლექტიური შრომითი ბრძოლის დაწყების, სახელფასო ტარიფების მატებისა და შრომის პირობების გამოსწორების მიზნით.

არსებული უმძიმესი შრომითი პირობებისა და დაბალი ანაზღაურების ფონზე, სამედიცინო დაწესებულებები ხელს უშლიან სამუშაო ადგილზე პროფესიული კავშირების საქმიანობას, დევნიან და აშინებენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახორციელებენ პროფკავშირულ საქმიანობას ან/და სურთ პროფკავშირში გაწევრიანება.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაცია უარს აცხადებს პროფკავშირების წევრობის მსურველთა განცხადებების ჩაბარებაზე, რაც ხელს უშლის პროფკავშირში ახალი წევრების მიღებასა და საწევრო გადასახადების ადმინისტრირებას.  ამასთან, კლინიკის ადმინისტრაცია ცდილობს ინდივიდუალური ზეწოლა განახორციელოს იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ პროფკავშირში გაწევრიანებაზე,  წევრობის შემთხვევაში მათთვის უარყოფითი შედეგებზე მითითებით. ასევე, ადმინისტრაცია ზეპირ დაპირებებს გასცემს შრომითი პირობების გაუმჯობესების თუ თანამშრომლების პროფკავშირებში გაწევრიანება არ მოხდება.

ამჟამად კლინიკაში,  ექთნების საშუალო საათობრივი ანაზღაურება 2.73 ლარია, რაც ოთხჯერ ნაკლებია საქართველოში საათობრივ საცხოვრებელი ხელფასის ოდენობაზე (ხელფასის ოდენობა, რაც საჭიროა ქვეყანაში ძირითადი საცხოვრებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად), რომელიც საერთაშორისო გამოთვლებით საათში 11.5 ლარს უტოლდება.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკა ექთნების და სანიტრების მსგავსი დაბალი ანაზღაურების მიმართულებით არ წარმოადგენს გამონაკლისს. დამოუკიდებელი პროფკავშირის- სოლიდარობის ქსელის კვლევის თანახმად, საქართველოში ექთნების საშუალო ხელფასი 250 ლარიდან 508 ლარის ფარგლებში მერყეობს.

პანდემიის პერიოდში, სახელმწიფო შეეცადა, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ იმ პირთა მძიმე შრომითი მდგომარეობა, რომლებიც პანდემიის პირველ ხაზზე იბრძოდნენ, დროებით, სახელმწიფო სახელფასო დანამატების სისტემით შეემსუბუქებინა. ამასთან, მთავრობამ პირდაპირ განისაზღვრა დანამატების მინიმალური საათობრივი ოდენობა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებს კოვიდის მართვაში ჩაბმული მათი დასაქმებულებისთვის უნდა გადაეხადათ, რაც    ექთნებისთვის − არანაკლებ 3 ლარს, ხოლო სანიტარისთვის − არანაკლებ 1,5 ლარი.[1] თუმცა, საქართველოში კოვიდ პანდემიის დასრულებულად გამოცხადებასთან ერთად, სახელფასო დანამატების გაცემა შეწყდა, მიუხედავად იმისა, რომ ექთნების სამუშაო დატვირტთვა არსებითად არ შემცირებულა.

უკიდურესად დაბალი ანაზღაურებისა და გაუსაძლისი შრომითი პირობების ფონზე, კოლექტიური შრომითი ბრძოლა რჩება მშრომლებებისთვის ძირითად გამოსავლად ღირსეული ხელფასისა და შრომითი პირობების მისაღწევად.

ჯანდაცვის სექტორის მშრომელთა კოლექტიური ბრძოლის პროცესის მსგავსი ხელშეშლის ეპიზოდები პროფკავშირების დაშლის (Union Busting) მცდელობასა და დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულთა გაერთიანების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას წარმოადგენს, რაც შრომითი კანონმდებლობის დარღვევაა.[2]

ღირსეული შრომის პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს ექთნების პროფკავშირულ ბრძოლას და  მოუწოდებს:

  1. სიპ “შრომის ინსპექციის სამსახურს”, ირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით განახორციელოს  ინსპექტირება და აღკვეთოს დამსაქმებლის მხრიდან მშრომელთა გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევა;
  2. ირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციასშეწყვიტოს მშრომელების პროფკავშირული ნიშნით დევნა და დაშინება;
  3. ირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციამ ადახედოს სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურების პოლიტიკას და მათი ანაზღაურება  საცხოვრებელი ხელფასს დაუახლოვოს

ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:

  • ჯანდაცვისა და მოსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“;
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“;
  • პროფკავშირების ახალი გაერთიანება (NCIU). 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]  საქართველოს მთავრობის N828 დადგენილება, 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ, დანართი №20, ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა, (პროგრამული კოდი: 27 03 03 10 01), მუხლი 4,  თ.გ ქვეპუნქტი;

[2] საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 53,

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“