საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს, 28 ივნისს, სოფელ სამთაწყაროში შედგა მუსლიმური პარასკევის ტრადიციული ლოცვა, რომლის მსვლელობისას სოფელში იყო მობილიზებული პოლიცია. პოლიციამ დატოვა ადგილი, როდესაც ლოცვა დამთავრდა.
ლოცვის დამთავრების შემდეგ სოფელში კვლავ მოხდა კონფლიქტი. კერძოდ, ადგილობრივი ქრისტიანები შეიკრიბნენ ერთ-ერთი მუსლიმის - სულიკო ხოზრევანიძის სახლთან და იმუქრებოდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივმა ქრისტიანებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაწყოფა მის ცოლსაც. სულიკო ხოზრევანიძის ოჯახს ამ დრომდე ემუქრებიან და მას არ აქვს სახლიდან გამოსვლის საშუალება. მისი უსაფრთხოება არ არის დაცული.
EMC მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს დროულად მოახდინოს ადგილობრივი მუსლიმი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტირება. ყველა შესაძლო ზომებით დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები.
შეგახსენებთ, რომ სოფელ სამთაწყაროში 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობს კონფლიქტი, რაც გამოიწვია ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მუსლიმური სამლოცველოს მოწყობამ და ჯგუფური ლოცვის მცდელობამ. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოხერხდა ლოცვის ჩატარება.
ინსტრუქცია