საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2020 წლის 13 მარტს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარების გამოცხადებამდე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო რეკომენდაციები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლის საფუძველზეც სასამართლო სისტემა ეტაპობრივად გადავიდა საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე, რაც ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა მნიშვნელოვანია ამავდროულად დაცული იქნეს სასამართლო პროცესების საჯაროობა და სასამართლო მონიტორებისა და სხვა დაინტერესებულ პირებისათვის პროცესებზე მეთვალყურეობის შესაძლებლობა.
პროცესის მხარისათვის სასამართლო განხილვის საჯაროობა არის სამართლიანი სასამართლო განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი. სასამართლო სხდომის საჯაროობა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდის უფლებების სრულყოფილად რეალიზებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის. სასამართლო პროცესის საჯარო ხასიათი მხარეებს იცავს საზოგადოების მეთვალყურეობის გარეშე, მართლმსაჯულების დახურულ რეჟიმში განხორციელებისგან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციები ეხება ასევე სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის მასმედიის წარმომადგენელთა რაოდენობის შეზღუდვას, რაც ბუნებრივია, არ გულისხმობს პროცესების დახურვას და დასწრების მსურველთა სრულ შეზღუდვას. ამის საპირისპიროდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობის მხრიდან სრულად შეიზღუდა სხდომებზე დასწრება. ამავე დროს, სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს არაერთგვაროვან მიდგომას, როდესაც ზოგიერთი სისხლის სამართლის განმხილველი მოსამართლე სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებას აძლევს დამკვირვებელი ორგანიზაციების მონიტორებს, ხოლო მოსამართლეთა უმრავლესობა, რეგულაციებზე არასწორი აპელირებით, მათ უკრძალავს, დააკვირდეს სხდომის მიმდინარეობას, რაც ცალსახად გულისხმობს არსებული რეგულაციების უგულვებელყოფას და მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული დეკრეტი N1-ის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები შესაძლებელია, გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით”. სხდომების დისტანციურად წარმართვა, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, არ გულისხმობს სასამართლო სხდომის არც სრულად და არც ნაწილობრივ დახურვას. ამ მოწესრიგების პირდაპირი მიზანია, სასამართლო სხდომების წარმართვისას, პროცესზე მყოფ მოქალაქეთა დაინფიცირების პრევენცია. ამავე დროს, ეს მიზანი არ უნდა ემსახურებოდეს საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტების უგულებელყოფით სხდომების ჩატარებას.
პრეზიდენტის დეკრეტი, ისევე როგორც საბჭოს რეკომენდაცია არ წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველს და სხდომათა საჯაროობის პრინციპის უგულვებელყოფა მხარეთა უფლების უხეში დარღვევაა. ამავდროულად, მოსამართლეთა მიერ დაწესებული შეზღუდვებით არსებითად ილახება იმ პირთა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებაც, როლებიც დაინტერესებული არიან საქმის განხილვაზე დასწრებით. სხდომების სრულად ან ნაწილობრივ დახურვის პრაქტიკა, კონკრეტული გამონაკლისების გარდა, რაც გაწერილია კანონმდებლობაში, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის პირის უფლებას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით.
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საერთო სასამართლოს თავმჯდომარეებს:
ინსტრუქცია