საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2014 წლის თებერვალში საქართველოს მთავარობის გადაწყვეტილებით, დაფუძნდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ახლადშექმნილი სააგენტოს მანდატი რამდენიმე მიმართულებით პრობლემურია. კერძოდ:
- სააგანტო დაფუძნდა და მისი მანდატი განისაზღვრა იმგვარად, რომ მსგავსი ინსტიტუტის შექმნის თაობაზე წინასწარი კონსულტაციები მთავრობას სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან არ გაუვლია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა სააგენტოს მიზნებისა და უფლებამოსილების უკეთესად გააზრებას;
- რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში ცენტრალიზებული სახელმწიფო დაწესებულების შექმნა, რომელიც არ არის წარმომადგენლობითი ინსტიტუტი, რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში სახელმწიფოს თვითნებური ჩარევის რისკებს წარმოშობს;
- სააგენტოს შექმნის მიზნები, ისევე, როგორც მისი უფლებამოსილებები, სრულად არ ასახავს რელიგიის თავისუფლების, თანასწორუფლებიანობისა და სეკულარიზმის დაცვის მხრივ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს;
აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მისი არსებობის მიზანშეწონილობა, ასევე მისი საქმიანობის სტრატეგია, მიზნები და მანდატი დამატებით საჯარო განხილვასა და გადასინჯვას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ განხილვის პროცესში უზრუნველყოფილი იყოს ყველა რელიგიური ორგანიზაციისა და დაინტერესებული პირის მონაწილეობა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი მანამდე გადაწყვეტს სააგენტოს თავმჯდომარის დანიშნავს, მიგვაჩნია, რომ სააგენტოს ლეგიტიმურობისთვის არსებითია შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა რელიგიურ ორგანიზაციებთან და სხვა შესაბამის აქტორებთან აქტიური კონსულტაციისა და კონსენსუსის გზით, ღია პროცესების ფარგლებში წარიმართოს.
განცხადებას ხელს აწერენ:
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები:
არასამთავრობო ორგანიზაციები:
ინსტრუქცია