[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / კვლევა

განათლების ხელმისაწვდომობა და სახელმწიფოს განათლების პოლიტიკა მაღალმთიან აჭარაში

Library Thumbnail Image

ხელმძღვანელი:   თამთა მიქელაძე

გვერდების რაოდენობა:  50

გამოცემის წელი:  2020

მკვლევრები:  რუსლან ბარამიძე

კვლევა_GEO_1601990964-pages-212-261_1606483512.pdf

წინამდებარე კვლევის მიზანია მაღალმთიან აჭარაში განათლების ხელმისაწვდო მობისა და მისი სოციალური და კულტურული განზომილებების შესწავლა.

კვლევის ფარგლებში, 2019 წლის მაისში, სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამოვითხოვეთ შესაბამისი ინფორმაცია. ასევე ჩავატარეთ შეხვედრები და ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუები განათლების საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პირებთან. ოფიციალური დოკუმენტები გამოვითხოვეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან. სამინისტრომ მოგვაწოდა ცნობები, რომლებიც ეხება საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტებს, რომლებიც აჭარის ა.რ. მუნიციპალიტეტებში სამინისტროს ხაზით განხორციელდა. ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებიდან სხვადასხვა სოფლებში მოქმედი (დაგეგმილი) ბაღების შესახებ. მაღალმთიანი აჭარის რესურსცენტრებმა თავი შეიკავეს ინფორმაციის მოწოდებისაგან, ამიტომ შესაბამისი მასალა კვლევაში არ ასახულა. ინტერვიუები ჩატარდა სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან: ბათუმში, ინტერვიუ ჩატარდა მუსლიმ სტუდენტებთან, აბიტურიენტებთან და კურსდამთავრებულებთან. შერჩევისას გათვალისწინებული იყო არა მარტო ინტერვიურების საგანმანათლებლო სტატუსი, არამედ მათი გენდერი, საქართველოს და მის გარეთ არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა. შერჩევის დროს ასევე ვცდილობდით გამოგვევლინა ახალგაზრდები, რომლებიც აპირებდნენ, სწავლობდნენ ან ისწავლიდნენ აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე მოქმედ სასწავლებლებში (განსაკუთრებით, ხიჭაურის უნივერსიტეტში). დამატებითი ინტერვიუები ჩავატარეთ ხულოს მუნიციპალიტეტში სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, რელიგიური სამმართველოს და სასწავლებლების წარმომადგენლებთან. სკოლის მოსწავლეებთან, რომლებსაც არ ჰქონდათ მიღწეული სრულწლოვანებისთვის, ინტერვიუ ჩატარდა მასწავლებლის ან მშობლის თანხმობით და თანდასწრებით. სხვა შემთხვევებში, რესპონდენტების მოსაზრებებისა და კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, ინტერვიუ ცალკე მიმდინარეობდა. ცალკეულ შემთხვევაში ინტერვიუ ჩაიწერა არაფორმალურ გარემოში და გეოგრაფიულად იგი განსხვავდებოდა ინტერვიუერების ფაქტობრივი საცხოვრებელი ან დასაქმების ადგილიდან. ინტერვიუერთა შორის იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტები (ან ყოფილი სტუდენტები); ბათუმის,ხელვაჩაურის, ღორჯომის, ტუნაძეების, დაბა ხულოს სკოლების მოსწავლეები (ან ყოფილი მოსწავლეები); დაბა ხულოს და სოფელ ღორჯომის სკოლის მასწავლებლები; ქართველ მუსლიმთა კავშირის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, მსოფლიო ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლები. სულ ჩატარდა 13 ინტერვიუ. კვლევა მიმდინარეობდა 2019 წლის 13 მაისიდან – 20 მაისის პერიოდში. დამატებითი მასალების მოძიება ან დაზუსტება გრძელდებოდა ივნისშიც. კვლევის განმავლობაში ვაწარმოებდით შესაბამის დღიურს.

ვრცლად, მიმაგრებულ ფაილში

კვლევა_GEO_1601990964-pages-212-261_1606483512.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“