[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

დეკოლონიური პერსპექტივები / განცხადება

ფორუმი "სოციალური სამართლიანობა კრიზისის დროს"

ილუსტრაცია: დათო სიმონია

ფორუმი „სოციალური სამართლიანობა კრიზისის დროს“ მიზნად ისახავს, ანტიიმპერიალისტური გადმოსახედიდან გააანალიზოს საქართველოს ადგილი მსოფლიოს რუკაზე. პოსტ-საბჭოთა საქართველოს მიერ გამოვლილი ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციების გააზრება საჭიროებს ისეთ გასხვავებულ ცნებებსა და საკითხებზე მსჯელობას, როგორებიცაა ნეოლიბერალური გლობალიზაცია, იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი, გლობალური სამხრეთი, ფინანსური კაპიტალიზმი და “დიდი ტრანსფორმაციები“. ჩვენ გვსურს, დავსვათ შემდეგი შეკითხვები: როგორი სახელმწიფო და საზოგადოება გვინდა რომ გვქონდეს? რა შედეგები მოჰყვა საქართველოს გადასვლას საბაზრო ეკონომიკაზე და მის ჩართვას ნეოლიბერალური გლობალიზაციის პროცესში? რა ხარვეზები აქვს დღევანდელ განვითარების პოლიტიკას? როგორ შევქმნათ ნეოკოლონიური ნარატივებისგან თავისუფალი სააზროვნო სივრცე?

ფორუმის საპატიო მომხსენებლებს შორის არიან:

ინდოელი ეკონომისტი პრაბჰატ პატნაიკი (Prabhat Patnaik),

ბერძენი ეკონომისტი და პოლიტიკოსი კოსტას ლაპავიცასი (Costas Lapavitsas),

ინდოელი პოლიტოლოგი ნივედიტა მენონი (Nivedita Menon)

ბრიტანელი სოციოლოგი მაიკლ ბურავოი (Michael Burawoy)

მისამართი: შოთა რუსთაველის 3, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფორუმის დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე:

ფორუმი-სამართალი_სამხრეთს_1556284349.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“