საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ხელმძღვანელი: თამთა მიქელაძე
გვერდების რაოდენობა: 135
გამოცემის წელი: 2020
მკვლევრები:  მარიამ დალაქიშვილი , ნინო ირემაშვილი
კვლევა ეთნიკური უმცირესობების მიმართ განათლების პოლიტიკის ხარვეზებს, რეფორმების დინამიკასა და ხელმისაწვდომის კუთხით არსებულ სისტემურ გამოწვევებს შეისწავლის. კვლევის ფარგლებში შესწავლილია 2005 წლიდან დღემდე უმაღლესი და ზოგადი განათლების სისტემაში განხორციელებული ძირითადი პოლიტიკური ცვლილებები, შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტები და ის გამოწვევები, რასაც თითოეული ეს ცვლილება მისი განხორციელების ეტაპზე ხვდებოდა.
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2005 წლიდან დღემდე განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები, როგორც წესი გამოტოვებდა, ან არასაკმარისად პასუხობდა ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემას. უმაღლესი განათლებისა (1+4 პროგრამა) და ქართული ენის, როგორც მეორე ენის სწავლების მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიღმა, არაქართულენოვანი სკოლების პრობლემები სამწუხაროდ განათლების პოლიტიკის პრიორიტეტებში წლების განმავლობაში სუსტად ექცეოდა. მეტიც, ამ კუთხით განათლების სისტემაში ფუნდამენტური ჩავარდნების და შედეგების მიუხედავად, უმცირესობების განათლების მიმართულებით სპეციალური და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება სამთავრობო დღის წესრიგში არ დამდგარა.
დღესაც, არაქართულენოვან სკოლებში, სასწავლო პროცესში გამოყენებული სახელმძღვანელოები, არ შეესაბამება ქვეყანაში მოქმედ 2018-2024 წლის ეროვნულ სასწავლო გეგმას. შესაბამისად, ამ სკოლებში მოსწავლეებს მუდმივად უწევდათ მოძველებული გეგმებით და სახელმძღვანელოებით სწავლა.
ამის პარალელურად, სხვა თანმდევი პრობლემები არსებობს ზოგადი განათლების მიმართულებით მათ შორის:
უმაღლეს განათლებში კი პრობლემად რჩება „1+4“ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულთა სწავლის დასრულების და დასაქმების დაბალი მაჩვენებელი.
ცხადია, რომ განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები ართულებს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ინკლუზიის პროცესს და ასუსტებს მათი სოციალური განვითარებისა და მობილობის შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ EMC მიიჩნევს, რომ ინტეგრაციის პოლიტიკებში განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხი გაძლიერებას და ცენტრალურ პრიორიტეტებში მოქცევას საჭიროებს.
კვლევაში წარმოდგენილია რეკომენდაციების ვრცელი პაკეტი, რომელიც ამ სისტემურ პრობლემებზე საპასუხოდ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. რეკომენდაციებს შორის არის მითითება, უმცირესობების განათლების მიმართულებით ერთიანი პოლიტიკური ხედვის შემუშავებაზე და პოლიტიკის მდგრადობაზე. აღსანიშნავია, რომ განათლების მინისტრები ყველაზე ხშირად ცვალებადი მინისტრები არიან ხელისუფლებაში, რაც ხელს უშლის მდგრადი განათლების პოლიტიკის შემუშავებას. მნიშვნელოვანია ასევე, პოლიტიკის კოორდინირება და კვლევაზე და ადგილობრივ აქტორებთან კონსულტაციებზე დაფუძნებული რეფორმების ჩატარება. რეკომენდაციები მიემართება საკადრო პოლიტიკის, სახელმძღვანელოების და სასწავლო რესურსების, სახელმწიფო ენის პოლიტიკის, 1+4 პროგრამის გაუმჯობესების, და ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებს.
კვლევა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში. კვლევის ავტორები არიან მარიამ დალაქიშვილი - მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და ნინო ირემაშვილი - მკვლევარი, სოციოლოგი.
ინსტრუქცია