[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

ერთობლივი განცხადება ქობულეთში მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის ფაქტებზე

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ შეშფოთებას, ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისთვის პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით გამოვლენილი შეუწყნარებლობის ფაქტებზე. ამავდროულად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განახორციელოს დაუყოვნებელი და ეფექტური ღონისძიებები მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების, მათ შორის, რელიგიის თავისუფლებისა და განათლების უფლების აღსადგენად.

ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეებისთვის გახსნილ პანსიონს ფუნქციონირება 15 სექტემბერს უნდა დაეწყო. თუმცა, 10 სექტემბერს მომხდარი ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი აქტის შემდეგ, პანსიონის ფუნქციონირება შეფერხებულია. ადგილობრივი მაცხოვრებლების ორგანიზებულ ჯგუფს, რომელსაც შემთხვევის ადგილზე მუდმივი მორიგეობა აქვს დაწესებული, პანსიონის ეზოში შესასვლელი გზა ხელოვნური ბარიერებით აქვს გადაკეტილი და პანსიონის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს გადაადგილებას უზღუდავს. ისინი ისლამოფობიურ და თურქოფობიურ ნიადაგზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მუსლიმებს, პანსიონში შესვლის მსურველებს, ყოველ ჯერზე, ორგანიზებულად უღობავენ გზას და ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულებენ, უარი თქვან პანსიონში შესვლაზე. მუსლიმი თემის განმარტებით, პანსიონს გადაუკეტეს სასმელი წყალიც. ადგილზე მობილიზებული ჯგუფი აცხადებს, რომ ადგილობრივი ქრისტიანები არ დაუშვებენ პანსიონის გახსნას და ძალადობრივი დაპირისპირების რისკებზეც მიუთითებენ. დაპირისპირების ადგილას მობილიზებულია პოლიცია, თუმცა, პასიური დამკვირვებლის როლით შემოიფარგლება და არაფერს აკეთებს ადგილობრივი მაცხოვრებლების აშკარად უკანონო ქცევის აღსაკვეთად. ამ პირობებში, პანსიონში ჩარიცხული მოსწავლეები ქობულეთში მდებარე ძველი პანსიონის შენობაში მოათავსეს, რომელსაც ამ დროისთვის ორჯერ მეტი ბენეფიციარის მიიღება უწევს. შედეგად, ბავშვებს არასათანადო პირობებში უწევთ ცხოვრება.

პოლიციის მსგავსად, უმოქმედოა ქობულეთის მუნიციპალიტეტიც, რომელმაც თითქმის 2 თვის განმავლობაში არ უზრუნველყო პანსიონის კანალიზაციის სისტემასთან მიერთება. ის საკუთარ პასიურობას ადგილობრივი მაცხოვრებლების წინააღმდეგობით ხსნის. ამ მხრივ ნიშანდობლივია, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები მედიაში, სადაც ის უმრავლესობის მიმართ ღია ლოიალობას ადასტურებს.

კონფლიქტის გადასაწყვეტად, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დასრულებულა. მუსლიმი თემის განმარტებით, ისინი არ აპირებენ პანსიონის გახსნაზე მოთხოვნის დათმობას, ხელისუფლება კი მათ მიუღებელ ალტერნატივებს სთავაზობს, რის გამოც, მოლაპარაკებებს შედეგები ჯერ არ მოჰყოლია.

ჩვენი შეფასებით, ქობულეთში გამოვლენილი რელიგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა არაეფექტურია და იმსახურებს მწვავე კრიტიკას, შემდეგი მიზეზების გამო:

  • შესაძლო პროვოკაციის თაობაზე მითითებით, ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს რელიგიური კონფლიქტის რეალური სურათი და ის მიზეზები, რომელიც საზოგადოებაში რელიგიურ სიძულვილსა და ძალადობას განაპირობებს. სხვა შემთხვევების მსგავსად (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა), ქობულეთში გამოვლენილი რელიგიური აგრესიის ანალიზი აჩვენებს, რომ დაპირისპირებას კომუნალური ხასიათი აქვს და ის საზოგადოებაში არსებული შეუწყნარებელი, ისლამოფობიური, თურქოფობიური განწყობებით არის განპირობებული. ხელისუფლების არაეფექტური პოლიტიკა სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების მიმართ და რელიგიური ხასიათის დაპირისპირებების დროს მისი გაუმართლებელი ლოიალობა დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ კი, იწვევს ძალადობის ზრდას და ექსტრემიზმის გაღვივებას საზოგადოებაში;
  • 10 სექტემბერს, მუსლიმი მოსწავლეების პანსიონთან ღორის რიტუალური წესით დაკვლისა და პანსიონის კარზე ცხოველის თავის განთავსება, რომელმაც მთელ მუსლიმურ თემს შეურაცხყოფა მიაყენა, სახელმწიფოს მხრიდან დროულ სამართლებრივ რეაგირებასა და შესაბამისი პირების დასჯას მოითხოვს. ადგილობრივი მაცხოვრებლების კონკრეტულმა ჯგუფმა რელიგიური ნიშნით პანსიონის თანამშრომლების დევნა 10 სექტემბრის ინციდენტამდე დაიწყო და ის გარკვეული დროის განმავლობაში მუსლიმების სიტყვიერ შეურაცხყოფაში, პანსიონის მშენებლობისთვის ხელის შეშლაში გამოიხატებოდა. 10 სექტემბერის მოვლენები კი, სიძულვილისა და დევნის ყველაზე უხეში გამოვლინება იყო. განსახილველ ქმედებებში აშკარად იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით (დევნა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მიუხედავად, რომელიც დასტურდება მუსლიმთა ახსნა-განმარტებებით, გამოძიება არასწორ კვალიფიკაციას (სსკ-ის 151-ე მუხლი, მუქარა) აძლევს ქმედებას. 10 სექტემბრის ინციდენტში მონაწილე პირები, მათ შორის, ჯგუფის შესაძლო ორგანიზატორები კი დღემდე აგრძელებენ მუსლიმი თემის უფლებების შელახვას და სახელმწიფო არაფერს აკეთებს მათგან მომდინარე რისკების შესაკავებლად. რელიგიური დევნის ნიშნების მიუხედავად, ამ ეტაპზე მხოლოდ 3 პირის პასუხისმგებლობა დადგა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გათვალისწინებული ქმედებისთვის, რისთვისაც თითოეულს 100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა;
  • მნიშვნელოვანია, პოლიციამ მიიღოს ყველა ზომა, რათა აღიკვეთოს ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ პანსიონის ფუნქციონირების ხელშეშლა. დომინანტი ჯგუფის მიერ პანსიონის ტერიტორიაზე შექმნილ ფაქტობრივ კონტროლს, რომელსაც უკანონო ხასიათი აქვს, პოლიცია ეგუება და არაფერს აკეთებს მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების აღსადგენად. პოლიციის შესახებ" კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია, აღკვეთოს უძრავი ნივთის გამოყენების ხელშეშლა. კანონით პირდაპირ დაკისრებულ ამ ვალდებულებას პოლიცია ჯერაც არ ასრულებს, ვინაიდან არ რეაგირებს შენობის მფლობელთა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, ასევე შენობის მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ არასრულწლოვანი მუსლიმებისათვის პანსიონში შესვლისათვის ხელის შეშლის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ პანსიონის შენობასთან ადგილობრივი მაცხოვრებლების შეკრება, რომელსაც თან სდევს სხვათა უფლებების პერმანენტული შეზღუდვა და ძალადობის მუქარა, გადის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან და სახელმწიფოსგან ადეკვატურ სამართლებრივ რეაგირებას და მის აღკვეთას ითხოვს;
  • არსებითია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ქცევა მოთავსდეს სეკულარიზმის ჩარჩოში და მათ თავი შეიკავონ უმრავლესობის გაუმართლებელი მხარდაჭერისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევისგან;
  • კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ამ დრომდე არ აღმოჩნდა ეფექტური. მოლაპარაკებისას პროცედურული სამართლიანობის დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უზრუნველყოს მოლაპარაკებების პროცესის საჯაროობა და მასში ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენის მქონე ნეიტრალური აქტორების მონაწილეობა. არსებითია, მოლაპარაკებების პროცესი რელიგიის თავისუფლების, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვით წარიმართოს და დავა უმცირესობის უფლებების დათრგუნვის ხარჯზე არ გადაწყდეს.

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას მუსლიმ თემს და ხელისუფლებას უმცირესობების უფლებების დასაცავად ეფექტური და სამართლიანი პოლიტიკის გატარებას ვთხოვთ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო (TI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“