საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრების დროს საქართველოს გენერალურმა პროკურორის და მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას და მიიჩნევს, რომ ის კიდევ ერთხელ ადასტურებს მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობასა და ფორმალისტურ ხასიათს.. შ. თადუმაძის განმარტებით საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას ხელს უშლის რამდენიმე გარემოება, მათ შორის ის ფაქტი, რომ საგამოძიებო მოქმედებები არა მხოლოდ პროკურატურაში არამედ სხვა უწყებებშიც მიმდინარეობს და ამასთან ერთად, მიმართულია შესაბამისი დაწესებულებებისთვის ექსპერტიზების ჩატარების მოთხოვნით.
EMC განმარტავს, რომ თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, შესაბამისად, საქმესთან კავშირში ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას უზრუნველყოფს მხოლოდ პროკურატურის აღნიშნული დანაყოფი და სხვა უწყების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება წარმოადგენს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ აძლიერებს ეჭვს, რომ საქმეზე გამოძიება დამოუკიდებლად და ობიექტურად არ მიმდინარეობს. EMC -ის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საქმეზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები (მათ შორის, შემთხვევის ადგილის ჩხრეკა და მტკიცებულებების ამოღება, ამოღებულ ხელყუმბარის განადგურება, ავტომატის ნაწილების შეცვლა, საიდანაც სროლა განხორციელდა) გამოძიების პირველივე ეტაპზე გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპისა და საგამოძიებო განსჯადობის წესის დარღვევით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა, რამაც საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ფალსიფიცირება და განადგურება გამოიწვია და შემდგომი გამოძიების პროცესი არსებითად დააზიანა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ 26 დეკემბერს დაიწყო, საქმის მასალები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროკურატურას დაახლოებით 1.5 თვეში გადასცა. შესაბამისად, გენერალური პროკურორის მიერ საქმის გამოძიების პროცესში სხვა უწყებების ჩართულობაზე მითითება კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობის პრობლემას და მის ფორმალისტურ და ილუზორულ ხასიათს.
ამასთან უნდა ითქვას, რომ გენერალური პროკურორის შ. თადუმაძის დღევანდელი განცხადება იმისა თაობაზე, რომ საქმეზე კვლავ მიმდინარეობს რიგი საგამოძიებო მოქმედებები ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, რამდენადაც 2018 წლის ბოლოსთვის საქმეზე უკვე იყო ჩატარებული ყველა არსებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, განხორციელდა საჭირო ექსპერტიზები და ცნობილია მათი შედეგები, შესაბამისად ნებისმიერი სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარება წარმოადგენს გამოძიების გაჭიანურების მეთოდს და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების გადავადების მცდელობას. EMC-ს შეფასებით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები უკვე ქმნის კონკრეტული პირების მიმართ დევნის დაწყების სამართლებრივ საფუძველს. მათ შორის, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ 1. სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა; 2. მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს ოთახში შესვლისა და გასროლის თანადროულობას 3. საძინებელ ოთახში აღმოჩენილი ნივთები, მათ შორის, ტელეფონი და ფოტოსურათებზე დაფიქსირებული ყურსასმენები, მაღალი ალბათობით, მიუთითებს იმაზე, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა ვერც კი გაიგო მის ოთახში სპეცრაზმის შესვლის მომენტი; 4. აშკარად ჩანს გამოძიების პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო ინტერვენციის და ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შესაძლო განადგურების/ფაბრიკაციის ნიშნები. ამდენად, ჩვენთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ უზრუნველყოფს პროკურატურა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას და მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 6 მაისს გენერალურმა პროკურატურამ დაანონსა თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება 2 თვის ვადაში, თუმცა, გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული და მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის და მისი ადვოკატებისთვის პროკურატურას არც კი გაუკეთებია გადაწყვეტილების მიღების დაყოვნების მიზეზი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას
ინსტრუქცია