[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

EMC: სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა უსამართლოა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება მთავრობის გაცხადებულ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას და მოუწოდებს ხელისუფლებას სამართლიანად გადაანაწილოს მხარდაჭერისთვის გამოყოფილი რესურსები ფერმერთა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

პოზიტიურია, რომ სახელმწიფო არსებული კრიზისის პირობებში ფერმერებს მხარს უჭერს სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში არაერთი მიმართულებით. თუმცა, ეს გეგმა არსებითი დახმარების მიღმა ტოვებს იმ ფერმერებს და სამეურნეო საქმიანობაში ჩართული პირებს, რომლებიც წლების მანძილზე ყველაზე უფრო ნაკლებად იყვნენ მხარდაჭერილი სახელმწიფოსგან.

მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით ფერმერები, რომელთაც დარეგისტრირებული აქვთ მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებენ სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით დახმარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მსხვილი და საშუალო საფერმერო მეურნეობები მხარდაჭერას მათი მიწის ოდენობის პირდაპირპროპორციულად მიიღებენ. ასევე, პრემიერ მინისტრის განმარტებით, ის ფერმერები რომელთაც მიწა არ აქვთ რეგისტრირებული, ასევე მიიღებენ დახმარებას, თუკი წლის ბოლომდე შეძლებენ მიწაზე ქონების რეგისტრაციას.

პოსტ-საბჭოთა პერიოდში დაწყებული პრივატიზაციის პროცესის შედეგად მიწის რესურსები მეტწილად მმართველი აპარატის ყოფილმა ჩინოვნიკებმა და საბჭოთა ინტელიგენციამ ჩაიგდო ხელში. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში მიწის მხოლოდ 45%-ია რეგისტრირებული. ხშირად, მოსახლეობის წუხილი სწორედ იმას უკავშირდება, რომ მათ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება და საკარმიდამო მიწები არ არის მათ ოფიციალურ საკუთრებაში. 2016 წელს დაწყებული მიწის რეფორმის ფარგლებში ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. დარეგისტრირებისთვის საჭირო პროცედურების გავლას ხშირად დიდი დრო და რესურსები სჭირდება, რაც ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობებს, ყველაზე მეტად აბრკოლებთ.

ამასთან, მოსახლეობის ნაწილისთვის ბუნდოვანია, თუ როგორ იმოქმედებს მიწის დარეგისტრირება სოციალურ დახმარებასა და სერვისებზე წვდომაზე. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს სოციალური დახმარებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხი დამოკიდებულია ქონების რაოდენობაზე, მათ შორის, მიწის რესურსებზე, მიწის რეფორმების დაგეგმილ ღონისძიებებში მიმართვიანობა, როგორც წესი, დაბალია. ჭარბვალიანობის პირობებში (NDI, CRRC, UK Aid 2019 წლის გამოკითხვა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა გამოკითხულთა 54%-ს აქვს აღებული სესხი. უმცირესობათა დასახლებებში ეს მაჩვენებელი 61%-ია) გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსახლეობის ნაწილისთვის მიწის დარეგისტრირებამ საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებულ კითხვებსა და წუხილებს აჩენს.

სოფლებში მცხოვრები გლეხების დიდი ნაწილი, კონკურენციის გაწევის შესაძლებლობის არქონის პირობებში, ე.წ. არენდით ქირაობს იმ მიწებს, რომლებსაც წლების მანძილზე თვითონ ამუშავებდნენ. ამ კუთხით, მარნეულისა და ბოლნისის სოფლებში ჩვენი მუშაობის შედეგები აჩვენებს, რომ ადგილობრივ გლეხებს სეზონურად საშუალოდ 600 ლარი უჯდებათ ერთი ჰექტრის იჯარით აღება და დამუშავება, რომელსაც თან ახლავს სარწყავ წყალზე ხელმიუწვდომლობის სერიოზული პრობლემები, რომელიც, როგორც წესი, მათ ხელში აღმოჩნდება ხოლმე, ვინც უფრო დაახლოებულია ბიუროკრატიასთან. ამ პირობებში, ადგილობრივი გლეხების დიდი ნაწილს მხოლოდ საკარმიდამო მიწები აქვთ სოფლებში და ყოველდღიური შემოსავლის მისაღებად უფრო მსხვილ და საშუალო ფერმერებთან დაქირავებულ იაფ მუშახელად არის ჩართული და ძალიან მძიმე შრომას წევენ. იმ პირობებში, როდესაც ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობას მაღალი წვლილი და შრომა შეაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში (საქსტატის 2018 წლის მონაცემებით რეგიონი პირველ ადგილზეა ბოსტნეულის წარმოების მაჩვენებლით), ადგილობრივი გლეხების შრომას კი სახელმწიფო ზურგს არ უმაგრებს სათანადო ინფრასტრუქტურის, მხარდაჭერისა და რესურსების მიწოდების გზით, ცხადია, რომ უსამართლობის განცდას აჩენს.

ამ პირობებში აშკარაა, რომ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საირიგაციო საფასურისგან გათავისუფლებული და სარწყავი სისტემებისთვის გრანტის მიმღები პირებიც უმეტესწილად ამ რესურსების მქონე მსხვილი და საშუალო ფერმერები იქნებიან და ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფებს, ვისაც სახელმწიფოს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ, შესაძლოა პროგრამის მიღმა ტოვებდეს. ცხადია, რომ სახელმწიფოს სოციალური მხარდაჭერის და რესურსების ამგვარი გადანაწილება, რომელიც მეტწილად უფრო გავლენიან და საშუალო ფერმერებზეა ორიენტირებული და ვერ ხედავს იმ რეალურ საჭიროებებს, რომელიც გლეხების უფრო დიდ და ნაკლებად დაცულ ნაწილს აქვს, პრობლემურია და განაწილების უსამართლო პრინციპებზე და ლოგიკაზე დგას.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

  • სამართლიანად გადაანაწილოს გამოყოფილი რესურსები და დამატებითი ძალისხმევა და რესურსები მიმართოს სასოფლო საქმიანობაში ჩართულ იმ პირებზე, რომლებიც ამ მხარდაჭერას ყველაზე მეტად საჭიროებენ, მიწის რესურსების რეალურად საკუთრებაში არქონის, სარწყავ წყალზე და სისტემებზე ხელმიუწვდომლობის გამო;
  • მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურების გახანგრძლივებასთან ერთად გაითვალისწინოს საბანკო ვალდებულებებსა და სოციალურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული წუხილები, რომლებიც მიწის რეფორმას აფერხებს.
  • ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეიმუშავოს სოციალური დახმარების პაკეტი სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვინც მიწის რეგისტრაციას ვერ შეძლებს და მათ შორის, დაქირავებულ მუშახელად მუშაობს საშუალო და დიდ ფერმებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“