[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

EMC-ს კონსტიტუციური სარჩელი სახელმწიფო ობიექტებში უკანონოდ მცხოვრებ უსახლკარო პირთა უფლებებზე სრულად დაკმაყოფილდა

2018 წლის 11 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ სრულად დააკმაყოფილა EMC-ის სარჩელი და გააუქმა მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის ნორმები. ეს ნორმები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში უკანონოდ მყოფი პირების საარსებო შემწეობაზე განაცხადის წარდგენის უფლებასა და შესაბამისად, დადგენილი საჭიროების მიუხედავად, მათ მიერ საარსებო შემწეობის მიღებას გამორიცხავდა.

გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში მყოფ თითოეულ პირს ეძლევა შესაძლებლობა, მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის სერვისცენტრს, და საარსებო შემწეობის დანიშვნის მიზნით მოითხოვოს მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, დღემდე სადავო ნორმებით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოების მიუხედავად.

მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტი სადავო წესით როგორც თანასწორობის, ასევე ღირსების დარღვევასთან მიმართებით. ერთი მხრივ, სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია ანალოგიური სოციალური საჭიროების მქონე პირების განსხვავება სახელმწიფოს საკუთრების დაცვის არგუმენტით, ასევე ღირსების დარღვევად, არაჰუმანურ მოპყრობად მიიჩნია, სახელმწიფოს საკუთრების დაცვა ასეთ ფართში შესახლებული პირების იძულებით, არჩევანი საცხოვრისის და საარსებო საჭიროებებს შორის გაეკეთებინათ. თავად საკონსტიტუციო სასამართლოს სიტყვებით:

"ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვება არ შეიძლება სახელმწიფოს მიერ გამოყენებული იქნეს მიზნის მიღწევის საშუალებად".

საქმის დეტალებზე მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“