[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

EMC მოხის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს

%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ae%e1%83%94 ფოტო: „ლიბერალი", დათო ფარულავა

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2014 წელს სოფელ მოხეში (ადიგენის მუნიციპალიტეტი) მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის ფაქტებზე განაცხადი წარადგინა. განაცხადში EMC დავობს მშვიდობიანი შეკრების მონაწილე ოთხი მუსლიმი პირის მიმართ პოლიციის მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და განმცხადებლების მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლების დარღვევას ამტკიცებს.[1]  EMC  საქმეს პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ ცენტრთან ერთად (EHRAC) აწარმოებს.

2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში მდებარე ისტორიული მეჩეთის დემონტაჟის დროს, საკულტო ნაგებობასთან მობილიზებულმა პოლიციამ ადგილზე სპონტანურად შეკრებილი მუსლიმები კოლექტიურად (მთლიანობაში 14 ადამიანი) დააკავა და ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა. საქმეში განმცხადებლებს წარმოადგენს ის ოთხი პირი, რომელთა მიმართ  პოლიციამ განსაკუთრებით სასტიკი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა. შეკრების ადგილზე დაკავებისას ცემის გარდა, აღნიშნული პირები პოლიციის განყოფილებაში ფსიქოლოგიური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ, ერთ-ერთი მათგანის მიმართ კი  სასტიკი ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. აგრეთვე, საპოლიციო ღონისძიების ყველა ეტაპზე დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ რელიგიური ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები.

განმცხადებლების მიერ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებები გამყარებულია მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის, 14 დაკავებული პირის გარდა, 13 ნეიტრალური პირის ახსნა-განმარტებით; განმცხადებლების ფიზიკური დაზიანებების დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაციით;  წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მიერ სპეციალურად ჩატარებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოკვლევის ექსპერტული დასკვნებით.

მე-3 მუხლის არსებითი მოთხოვნის  დარღვევის კონტექსტში განმცხადებლები სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე დავობენ. პოლიციის მიერ ქართველი მუსლიმების მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა, რომელიც რელიგიური ნიშნით განპირობებულ დამამცირებელ მიმართვებში გამოიხატა, მათ მიერ არასათანადო მოპყრობის სიმძიმეს აძლიერებს და განმცხადებლების განსაკუთრებულ მოწყვლადობაზე მიუთითებს.

განაცხადში მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევის ნაწილში განმცხადებლები დეტალურად განიხილავენ გამოძიების მიმდინარეობის ხარვეზებს და მის არაეფექტურობაზე საუბრობენ.

პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება თითქმის ორი წელია მიმდინარეობს, თუმცა EMC-ის არა ერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე განმცხადებლებს დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვთ მინიჭებული. ეს გარემოება განმცხადებლებს სრულად ართმევთ გამოძიების პროცესის კონტროლისა და ზედამხედველობის შესაძლებლობას. საქმეში პრობლემურია სადავო ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც, რადგან პროკურატურა სრულიად უგულებელყოფს პოლიციის ქმედებებში სიძულვილის მოტივის არსებობის შესახებ შექმნილ გონივრულ ვარაუდს. მოწმეების მხრიდან  კანონის დარღვევით მოქმედი კონკრეტული პოლიციელების იდენტიფიცირების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი თანამშრომლის მიმართ არ ჩატარებულა ამოცნობის საგამოძიებო ღონისძიება და არც სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულა. მნიშვნელოვანია, რომ მოწმეთა მიერ დასახელებული პირების რაიმე ფორმით დასჯის ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი  გელა კოხოძე დაწინაურდა და აღნიშნული  ინციდენტის შემდგომ მოხეში საგანგებოდ გახსნილი პოლიციის განყოფილების უფროსად დაინიშნა.

საქმეზე გამოკვეთილი სიძულვილის მოტივი და შემდგომი არაეფექტური გამოძიება მე-3 მუხლის გარდა, კონვენციის მე-14 მუხლის, კერძოდ სახელმწიფოს მიერ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების დარღვევაზეც მიანიშნებს.

განაცხადში, მოხეში მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის გარდა, EMC უთითებს, მუსლიმი თემის მიმართ რელიგიური ნიშნით ძალადობისა და შეუწყნარებლობის სისტემურ ფაქტებზე (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, მოხე, ქობულეთი, ადიგენი) და ამ მიმართულებით სახელმწიფოს არაეფექტურ და არასეკულარულ პოლიტიკაზე. ამ კუთხით ორგანიზაცია უთითებს ბოლო დროს საერთაშორისო ორგანიზაციების (მათ შორის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის,[2] ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის,[3] ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის[4], გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის,[5]) კრიტიკულ შეფასებებზე. აღსანიშნავია, რომ მუსლიმი თემის უფლების შეზღუდვის ფაქტზე ზემოთ მითითებულ საქმეებზე არც ერთ პირს ამ დრომდე პასუხისმგებლობა არ დაკისრებია და მიმდინარე კონფლიქტები, მუსლიმების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე, ფაქტობრივად კონსერვირდა.

EMC სასამართლოს საქმის გარშემო არსებულ ვრცელ პოლიტიკურ კონტექსტში შეფასებას  სთხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ დარღვევის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნულ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს არადომინანტი რელიგიური ჯგუფების რელიგიური და სხვა უფლებების დაცვისთვის.

განაცხადის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC)” ახორციელებს. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(PROLoG) ფარგლებში.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ლინკზე: http://emc.org.ge/2014/10/23/gancxadeba-moxes-incidenttan-dakavshirebit/

[2] ანგარიში ხელმისაწვდომია:https://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/Country-by-country/Georgia/GEO-CbC-V-2016-002-ENG.pdf

[3] მოსაზრება ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=0900001680590fb5

[4] მოსაზრება ხელმისაწვდომია: https://wcd.coe.int/com.instranet.InstraServlet?command=com.instranet.CmdBlobGet&InstranetImage=2903587&SecMode=1&DocId=2367686&Usage=2

[5] ანგარიში ხელმისაწვდომია: http://www.state.gov/j/drl/rls/irf/religiousfreedom/index.htm?year=2015&dlid=256191#wrapper

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“