საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმის განმხილველ სასამართლოში სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა.
ამ დოკუმენტში EMC მიმოიხილავს თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე თვითნებური და დისკრიმინაციული დევნის რისკებს. ორგანიზაცია სასამართლოს სთხოვს ჯეროვანი გულისხმიერებით შეისწავლოს რელევანტური საერთაშორისო და ადგილბრივი სამართლებრივი სტანდარტები და საქმის გარშემო შექმნილი პოლიტიკური კონტექსტი. EMC-ის სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში დეტალურად განხილულია შემდეგი საკითხები:
EMC მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლიანად განიხილოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე და უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუხრელი დაცვა. ექსტრადიციის თაობაზე პოლიტიკური ხელისუფლების მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც თურქეთის არადემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ ლოიალობის და საქართველოში ადამიანის უფლებების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მაგალითია, სწორედ სასამართლო ხელისუფლება რჩება სამართლებრივი დაცვის ის ერთადერთი რესურსი, რომელსაც მ. ჩაბუქის უკანონო ექსტრადიციის პროცესის შეჩერება შეუძლია.
მ.ე. ჩაბუქის ექსტრადიციის დაშვება დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების სრული უგულებელყოფა იქნება, რაც ფუნდამენტურად დააზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას და შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესს. მ.ე. ჩაბუქის ექსტრადიციის დაშვება საქართველოში დემოკრატიული განვითარების ტესტი გახდება.
EMC მომავალშიც განაგრძობს საქმის შესწავლასა და მხარდაჭერას. ორგანიზაცია შეეცდება ადვოკატირების ყველა რესურსი გამოიყენოს მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის უფლებების დასაცავად.
EMC-ის სასამართლო მეგობრის მოსაზრებას გაეცანით თანდართულ დოკუმენტში.
ინსტრუქცია