საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: ipress.ge
12 მაისს, თბილისის რამდენიმე კლუბში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების და შემდგომში, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ საპოლიციო ძალის გამოყენების კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეისწავლიან.
ამ დრომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული განმარტებების მიუხედავად, საზოგადოებაში რჩება კითხვები სპეცრაზმის და საპოლიციო ძალის გამოყენების დასაბუთებულობასა და თანაზომიერებაზე, კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე სპონტანური აქციის მონაწილეთა მიმართ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის და ათეულობით პირის ადმინისტრაციული წესით დაკავების კანონიერებაზე.
12 მაისის ღამის მოვლენები, საპოლიციო ღონისძიების მასშტაბების, მასობრივი დაკავებებისა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტების გათვალისწინებით, სათანადო დოკუმენტირებას და შეფასებას მოითხოვს. ამ მიზნით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინტის ცენტრი (EMC)” და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დეტალურად შეისწავლიან 12 მაისის ღამეს და მასთან კავშირში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის:
შესწავლილი საკითხები გაერთიანდება ერთობლივ ანგარიშში, რომელიც იქნება საჯარო და გაეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს. ანგარიშის ავტორები, შესწავლის შედეგებს, მათ შორის, გაუზიარებენ საქართველოს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი რეაგირებისთვის.
მივმართავთ აქციის მონაწილეებს, დაკავებულ პირებსა და მედიის წარმომადგენლებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია, 12 მაისის მოვლენების დროს, სამართალდამცავთა ქმედებების შესახებ და გაგვიზიარონ ფოტო-ვიდეო მასალა, რაც ანგარიშის ავტორებს სრულყოფილი შეფასების მომზადებაში დაეხმარება.
ინსტრუქცია