[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

EMC ბექა წიქარიშვილის საქმეზე დამატებით განმარტებას აკეთებს

ფოტო: რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დღეს გამართულ პროცესზე, ბექა წიქარიშვილს წვრილმანი ხულიგნობის საქმეზე 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ბექა წიქარიშვილის მიერ სასამართლოს ცენტრალური შესასვლელის მინის დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.

EMC კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ბექა წიქარიშვილის ქმედებაზე სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყება და მკაცრი სამართლებრივი რეაგირების ფორმების გამოყენება დემონსტრაციულად რეპრესიული ნაბიჯს წარმოადგენს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ჯერ შესაძლო ზიანის ოდენობაც კი არ არის დადგენილი. თუმცა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დამატებით გამოჩნდა, ბექა წიქარიშვილის მიმართ ორი პარალელური (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სისხლის) პროცესის წარმოების პრობლემურობა სამართლებრივი თვალსაზრისით.

დაინტერესებული საზოგადოებისთვის დამატებით განვმარტავთ საქმესთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას:

  • სასამართლოს ეზოში ბექა წიქარიშვილის ფაქტობრივი დაკავება მოხდა სასამართლოს მანდატურების მხრიდან, რომლებსაც “შეყოვნებული” ყავდათ წიქარიშვილი საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლამდე. კანონმდებლობით, მანდატურს წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის პირის დაკავების უფლება არ გააჩნია. სამწუხაროდ, დღევანდელ პროცესზე, მოსამართლემ დაცვის მხარეს არ მისცა ამ გარემოებებთან დაკავშირებით შეკითხვების დასმის შესაძლებლობა;
  • ბექა წიქარიშვილის დაკავების ოქმში დაკავების გარემოებებზე საუბრისას, აღწერილია სრული ინცინდენტი, მათ შორის, მითითებულია მისი მხრიდან სასამართლოს ეზოში უცენზურო გამონათქვამების გამოყენება და სასამართლოს შენობის შესასვლელის მიმართულებით ქვის სროლა;
  • თუმცა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან პროცესზე გაკეთებული ზეპირი განმარტების მიხედვით, წიქარიშვილის მხრიდან წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა გამოიხატა მხოლოდ სასამართლოს მისამართით შეურაცხმყოფელ გამონათქვამებში, ხოლო ნივთის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დამოუკიდებელი პროცესი მიმდინარეობს;
  • დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ასევე ბექა წიქარიშვილის დამკავებელი მანდატურები. მათ მიმართ მოსამართლის შეკითხვებიც მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გინების საკითხის გამოკვლევას უკავშირდებოდა.

ჯერ-ჯერობით სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მოსამართლემ ბექა წიქარიშვილის მიმართ 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ უცენზურო გამონათქვამების გამოყენების გამო მიიღო. დღეს სასამართლოს არ შეუფასებია სასამართლოს ქონების დაზიანების საკითხი. ეს ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკას და ხაზს უსვამს გამოყენებული სანქციის უსამართლობას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“