[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში წინასაგაფიცვო პროცესს ეხმიანება

ფოტო: ბათუმელები

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სრულ მხარდაჭერას უცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ბრძოლას, მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და ღირსეული შრომითი პირობებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი საზოგადოებრივი ნდობის, საჯარო ინტერესებზე და სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული კრიტიკული მედია გახდა, რომელიც ყველაზე დაჩაგრულ, ხმაწართმეულ ადამიანებს დ ჯგუფებს, ასევე ალტერნატიულ პროგრესულ საზოგადოებრივ იდეებს უთმობდა სივრცეს.

წინა დირექტორის, ნათია კაპანაძის უსაფუძვლო იმპიჩმენტისა და ახალი მენეჯმენტის დანიშვნის შემდეგ კი აშკარა გახდა, ხელისუფლების ინტერესი გააკონტროლოს და დაასუსტოს აჭარის მაუწყებელი. ამ პროცესმა ბოლო დღეებში საგანგაშო ფორმა მიიღო, როცა ახალმა დირექტორმა და სამეურვეო საბჭომ სარედაქციო დამოუკიდებლოებაზე პასუხისმგებელი მნიშვნელოვანი ადამიანები გაათავისუფლა, ან სხვა სამსახურებში გადაიყვანა .

მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჟურნალისტები საკუთარი სარედაქციო დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას საგაფიცვო პროცესის ორგანიზებითა და სწორედ შრომითი უფლებების დაცვის გზით ახერხებენ. დიახ, ღირსეული, სამართლიანი და დემოკრატიული შრომითი გარემო თავისუფლების წინაპირობაა და ეს ყველაზე უკეთ მედიაორგანიზციებთან მიმართებით ჩანს.

ჩვენთვის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის შენარჩუნება კრიტიკული და სოციალურად მგრძნობიარე მედიისა და საჯარო სივრცისთვის ბრძოლაა. სწორედ ამიტომ სრულად ვუჭერთ მხარს მაუწყებლის დასაქმებულების ამ უნიკალურ ბრძოლას.

EMC-ს მიერ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების უფრო ვრცელ შეფასებას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: http://bit.ly/2VErpMm

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“