საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ხელმძღვანელი: თათული ჭუბაბრია
გვერდების რაოდენობა: 61
გამოცემის წელი: 2021
მკვლევრები:  გიორგი ურჩუხიშვილი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ახალ კვლევას: "ექსტრაქტივიზმი და ქალთა ეკომონიკური მონაწილეობა ტყიბულში".
ჩვენმა კვლევამ გამოამჟღავნა, რომ ტყიბულელი ქალები სიღარიბის გამო ტოვებენ სახლებს და სამუშაოდ სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მიემგზავრებიან, რის გამოც ირღვევა სოციალური ქსოვილი.
სოციალური უპერსპექტივობის გარდა, ადგილობრივი ქალები, შესაძლოა, ოჯახში ძალადობის რისკის წინაშეც იდგნენ. როგორც ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რადგან შახტაში მუშაობა ძირითადად კაცურ საქმიანობად აღიქმება და ტყიბულელი ქალები ძირითადად დიასახლისები არიან, ეს ყოფა თავისთავად მოიაზრებს სხვაზე ფინანსურად და ემოციურად დამოკიდებულებას, რაც მნიშვნელოვანწილად ამცირებს ძალადობისაგან თავის დაღწევის ალბათობას.
კაცებისთვის არ არსებობს მოპოვების გარდა ალტერნატიული დასაქმების სივრცეები. გენდერული განსხვავება და უთანასწორობა სწორედ მოპოვებით ინდუსტრიას შემოაქვს. ამ მხრივ, ქალები განსაკუთრებით დისკრიმინირებულები არიან.
სივრცეები, სადაც ქალები არიან დასაქმებულნი იმდენად დაბალანაზღაურებადია, რომ მათ მაინც კაცების დაქვემდებარების ქვეშ, ან უკიდურეს სიღარიბეში უწევთ ცხოვრება.
კვლევა სრულად ხელმისაწვდომია მიმაგრებულ ფაილში.
წინამდებარე კვლევა მომზადდა პროგრამის ფარგლებში „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გარეოს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
ინსტრუქცია