[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / ინფოგრაფიკა

ეკონომიკა და მიგრაცია

“ქართული ოცნების” იმაზე აპელირებს, რომ უმუშევრობა მცირდება, რაც წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისა და სამუშაო ადგილების შექმნითაა გამოწვეული.

სინამდვილეში, სამუშაო ადგილებზე წვდომა ქვეყანაში კვლავ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს. 2023 წლის მონაცემებით, 600 000-ზე მეტი ადამიანი, სურვილის მიუხედავად, სამუშაოს ვერ პოულობდა.

კერძოდ, დაახლოებით

  • 262 000 ადამიანი იყო უმუშევარი - ისინი წინა ოთხი კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდნენ სამუშაოს და მზად იყვნენ, დაეწყოთ სამსახური მომდევნო ორ კვირაში;
  • 354 000 ადამიანი, იყო „პოტენციური სამუშაო ძალა“ - ისინი 1) აქტიურად ეძებდნენ სამუშაოს წინა ოთხი კვირის განმავლობაში, მაგრამ არ იყვნენ მზად მომდევნო ორ კვირაში სამსახურის დასაწყებად, ან 2) სამსახურის დასაწყებად მზად იყვნენ მომდევნო ორ კვირაში, მაგრამ წინა ოთხი კვირის განმავლობაში სამუშაოს არ ეძებდნენ.

15-29 წლის ასაკის ახალგაზრდების მდგომარეობა შემაშფოთებელია. 2022 წლისთვის, მათი 23 % არც დასაქმებული იყო, არც სწავლობდა და არც პროფესიულ გადამზადებაში მონაწილეობდა. ამ მაჩვენებლით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს.

არსებული სტატისტიკა აჩვენებს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მარგინალიზაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის რისკებს და კიდევ უფრო მეტად ამცირებს ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს.

2010 – 2024 წლებში, საქართველოს ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 14 000 სამუშაო ადგილს ქმნიდა, რაც, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მკვეთრად არასაკმარისია.

ამ ტემპით, საქართველოს დაახლოებით 19 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს მიაღწიოს. ქვეყნის ეკონომიკის პრიმიტიული ზრდის გათვალისწინებით, არ არსებობს მოლოდინი, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდება. ეს კი არა მხოლოდ მოსახლეობის ეკონომიკურ მარგინალიზაციას, არამედ მიგრაციის მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტ ზრდას გამოიწვევს.

საქართველოს ექსპორტში პირველი ადგილი მეორადი მანქანების რეექსპორტს უჭირავს. 2010 წლის შემდეგ, ავტომობილების ექსპორტის მოცულობა 12-ჯერ გაიზარდა.

მეორადი ავტომობილების ექსპორტის 90% სავარაუდოდ რუსეთში ხორციელდება ყირგიზეთის, ყაზახეთისა და სომხეთის გავლით. ეს კი ნიშნავს, რომ 2021 – 2024 წლებში საქონლის ექსპორტის 60 %, დიდი ალბათობით, მესამე ქვეყნების გავლით მეორადი ავტომობილების რუსეთში გადაგზავნას უკავშირდებოდა.

საქართველოს ექსპორტში წამყვანი პოზიცია უკავია მეორადი ავტომობილების რეექსპორტს.

2010 წლის შემდეგ, ავტომობილების ექსპორტის მოცულობა 12-ჯერ გაიზარდა.

რეექსპორტირებული მანქანების დაახლოებით 90% სავარაუდოდ რუსეთში გადაჰყავთ - ყირგიზეთის, ყაზახეთისა და სომხეთის გავლით.

ეს ნიშნავს, რომ 2021–2024 წლებში საქონლის ექსპორტის დაახლოებით 60%, დიდი ალბათობით, უკავშირდებოდა მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში გადაგზავნილ მეორად ავტომობილებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ, საქართველოს ეკონომიკის ზრდა გარკვეულწილად რუსეთს დაუკავშირდა. ეს კარგად ჩანს მშპ-ს მაჩვენებლებშიც. 2021-2024 წლების ეკონომიკური ზრდის 59% მოდის იმ სექტორებზე, რომლებზეც რუსეთის ფაქტორმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

2021-2024 წლებში ეკონომიკური ზრდის 28 % უძრავ ქონებაზე, ფინანსებსა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე მოდიოდა, თუმცა ეს საქართველოს მოსახლეობაზე არ აისახებოდა. პირიქით, ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაითარგმნა ბინების ფასისა და ბანკების მოგებების ზრდაში, ისევე, როგორც ძირითადად რუსი პროგრამისტების ხელფასების მატებაში.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის ზრდა გარკვეულწილად რუსეთის ფაქტორს დაუკავშირდა.

ეს აშკარად ჩანს მშპ-ის მაჩვენებლებშიც: 2021–2024 წლების ეკონომიკური ზრდის 59% მოდის იმ სექტორებზე, რომლებზეც რუსეთის ფაქტორმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ეკონომიკური ზრდის 28% მოდიოდა უძრავ ქონებაზე, ფინანსებსა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე - თუმცა ამას საქართველოს მოსახლეობისთვის ნაკლებად მოჰქონდა დადებითი შედეგი.

პირიქით, მოქალაქეებისთვის ეს პროცესები გამოიხატა:

  • ბინების ფასების მკვეთრ ზრდაში,
  • კომერციული ბანკების მოგებების მატებასა და
  • რუსი პროგრამისტების ხელფასების ზრდაში.

საქართველოს ეკონომიკა პრიმიტიულად იზრდება. ეს, მათ შორის, ექსპორტის სიმწირესაც იწვევს.

იმის გამო, რომ ქვეყანას ექსპორტზე საკმარისი მოცულობის საქონელი ვერ გააქვს, იმპორტის ნახევარს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებითა და ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებით აფინანსებს.

ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის ფუნქციონირება ამგვარ არასტაბილურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

საქართველოს ეკონომიკა პრიმიტიულად იზრდება - ეს, თავის მხრივ, ექსპორტის სიმწირეს იწვევს.

ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ექსპორტზე საკმარისი მოცულობის საქონლის გატანას, რის გამოც იმპორტის დაფინანსება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულზე.

ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის ფუნქციონირება ეფუძნება არასტაბილურ, გარე ფაქტორებს, რომელთა ცვლილება ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს.

წლების გასვლასთან ერთად, საზღვარგარეთიდან ემიგრანტების გადმორიცხვების მოცულობა იზრდება. სწორედ ემიგრანტების გზავნილები იძლევა ნორმალური ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი საქონლის იმპორტის შესაძლებლობას.

პირადი გადარიცხვები ყველაზე მეტად იმ ქვეყნებიდან მოდის, სადაც ქართველები საცხოვრებლად მიდიან ან უკვე ცხოვრობენ - რუსეთი, იტალია, აშშ, გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი.

წლების განმავლობაში ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთიდან განხორციელებული გადარიცხვების მოცულობა იზრდება.

ეს თანხები საშუალებას აძლევს ქვეყანას, შეიძინოს ის აუცილებელი საქონელი, რომელიც საქართველოს მიერ ვერ იწარმოება.

ყველაზე მეტი პირადი გადარიცხვები მოდის იმ ქვეყნებიდან, სადაც ქართველები ყველაზე ხშირად ცხოვრობენ:

  • რუსეთი
  • იტალია
  • აშშ
  • გერმანია
  • საბერძნეთი და
  • ისრაელი.

საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური საყრდენია. პრობლემურია, რომ იგი სიდიდით საქონლის მთლიანი ექსპორტის ნახევარს უტოლდება.

Პრობლემურია ისიც, რომ ვიზიტორთა უდიდესი წილი, 22%, მოდის რუსეთიდან, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია, შეაჩეროს ეს ნაკადი და, დაახლოებით $1.1 მილიარდის ეკვივალენტის შემოსავალი წაართვას საქართველოს ეკონომიკას.

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია - სიდიდით ის საქონლის მთლიანი ექსპორტის ნახევარს უტოლდება, რაც თავისთავად პრობლემურია.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ტურისტთა უდიდესი წილი - 22% - მოდის რუსეთიდან.

ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია შეაჩეროს ტურისტული ნაკადი და საქართველოს ეკონომიკას წაართვას დაახლოებით $1.1 მილიარდის ეკვივალენტის შემოსავალი.

Წლებთან ერთად, საქართველოში შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც, თავის მხრივ, ჭარბვალიანობის, სიღარიბისა და უსახლკარობის რისკებს ზრდის.

სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2024 წლისთვის, კომერციული ბანკების მიერ შინამეურნეობებზე გაცემული სესხის საერთო მოცულობა 31.7 მილიარდი ლარის ტოლი იყო. 2015 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 269 %-ით გაიზარდა, რაც ოჯახების ჭარბვალიანობის ერთ-ერთი ინდიკატორი შეიძლება იყოს.

2024 წელს, ერთ სულ მოსახლეზე სესხის საშუალო მოცულობა 95,643 ლარს შეადგენდა, რაც 2015 წელთან შედარებით, კატასტროფულად - 299%-ით, გაიზარდა.

ეს მონაცემი პირდაპირ მიუთითებს ჭარბვალიანობის კრიზისზე, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ოჯახების, ისე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.

წლების განმავლობაში ოჯახების ჭარბვალიანობის პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება.

ამ ტენდენციაზე დაკვირვების შესაძლებლობას სესხებისა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდის დინამიკის შედარება იძლევა.

2023 წლის მდგომარეობით, მთლიანი სესხის მოცულობამ მთლიანი შემოსავლის 216% შეადგინა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს უთითებს იმაზე, რომ შინამეურნეობებისთვის სესხის ტვირთი უკანასკნელ პერიოდში გაზრდილია.

Სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკების მიერ ოჯახებზე გაცემული სესხების 52.3% უზრუნველყოფილია საცხოვრებელი უძრავი ქონებით. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების შემთხვევაში, ამ ტიპის უზრუნველყოფა 19.5%-ია.

იპოთეკური სესხების გადაუხდელობის შემთხვევაში, ადამიანები საცხოვრისის დაკარგვის, გამოსახლებისა და უსახლკარობის პირდაპირი საფრთხის წინაშე დგებიან.

2020-2024 წლებში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 4 500-ზე მეტი უძრავი ქონება გაასხვისა.

აუქციონის მიღმა, უკანასკნელ წლებში, ასობით საცხოვრისი ნასყიდობის თვალთმაქცური ხელშეკრულების მეშვეობით გასხვისდა, შესაბამისად, სახლის დაკარგვის სტატისტიკა გაცილებით უფრო დიდია.

სტატისტიკის მიხედვით, ეკონომიკის ზრდა მხოლოდ თბილისისა და აჭარისთვის არის სარგებლის მომტანი.

2023 წლისთვის, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ¾ სწორედ ამ ორ რეგიონზე მოდიოდა, დანარჩენი ქვეყანა კი ფაქტობრივად თვითგადარჩენის რეჟიმშია.

თბილისისა და აჭარის მიღმა, საქართველოს ეკონომიკის ზრდა რეგიონებზე არ აისახება.

ეს რეგიონულ უთანასწორობას აღრმავებს და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, მათ შორის, ხელფასშიც, მნიშვნელოვან განსხვავებებს იწვევს.

შედეგად, 2023 წლის მონაცემებით, ქვეყნის 6 რეგიონის მოსახლეობის საშუალო თვიური ხელფასი თბილისში მცხოვრებთა ხელფასის პრაქტიკულად ნახევარი იყო.

ეკონომიკური უთანასწორობისა და სამუშაო ადგილების სიმწირის გამო, რეგიონებში ადამიანების სოციალური მდგომარეობა მძიმდება.

წლების გასვლასთან ერთად, იზრდება სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულ პირთა რაოდენობა, ხოლო რეგიონებში მოსახლეობის მნიშვნელოვანი წილი საარსებო შემწეობის მიმღებია.

პრიმიტიული ეკონომიკური ზრდა ღირსეული ცხოვრების პერსპექტივებს ამცირებს. შედეგად, ადამიანები თავის საცხოვრებელ ადგილს ტოვებენ და მსხვილ ქალაქებში მიგრირდებიან.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ათ წელში საქართველოს არაერთ რეგიონში მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“