[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / ვიდეო / დოკუმენტური ფილმი

ეკოლოგია ინდუსტრიულ ზონებში

ბექა წიქარიშვილი 

საქართველოს ინდუსტრიულ ზონებში შრომითი და ეკონომიკური პრობლემების პარალელურად, არანაკლები სიმწვავით დგას ეკოლოგიური პრობლემაც.ინდუსტრიული ცენტრების (ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა) და შემოგარენში არსებული სოფლების მოსახლეობა წლებია საუბრობს გამოწვევებზე, რაც მათ დასახლებულ პუნქტებში დგას ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურების, საყოფაცხოვრებო სავარგულების გამოუსადეგრად გადაქცევის თუ ადგილზე მოწეული პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით.

EMC-ის მიერ მომზადებულ ვიდეოში ინდუსტრიულ ზონებში მცხოვრები ადამიანები თავად საუბრობენ იმ სავალალო ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლის გამოც ადგილობრივებს ეკონომიკური, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თუ სხვა სახის პრობლემები ექმნებათ.

ვიდეო მომზადებულია EMC-ისა და ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ერთობლივი პროექტის "ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გარემოს დასაცავად" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან თანამშრომლობით

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“