[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ვიდეო / ანალიტიკა

დისკუსია - იზოლაცია იზოლაციაში - კონფლიქტის რეგიონების გამოწვევები

29 აპრილს, 17:00 საათზე EMC-ს ფეისბუქ გვერდზე გაიმართა მორიგი დისკუსია ლაივში: "იზოლაცია იზოლაციაში - კონფლიქტის რეგიონების გამოწვევები პანდემიის დროს".

მომხსენებლები:

  • პაატა ზაქარეიშვილი - კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი;
  • თამარა მეარაყიშვილი - აქტივისტი ახალგორიდან;
  • თეონა ფირანიშვილი - EMC;
  • ელიკო ბენდელიანი - ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი;

მოდერატორი - თამთა მიქელაძე: EMC-ს თანასწორობის პროგრამის დირექტორი

2019 წელს კონფლიქტის რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რთული და მრავალმხრივი აღმოჩნდა. 2019 წლის შემოდგომით ცხინვალის რეგიონი კიდევ ერთხელ და უწყვეტად ჩაიკეტა და ამ იზოლაციამ რეგიონში მცხოვრები ოსებისთვის და ქართველებისთვის სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ახალგორში შექმნილი ვითარება არაერთმა აქტორმა შეაფასა, როგორც ჰუმანიტარული კრიზისი. აფხაზეთში მიმდინარე წელი პოლიტიკური ცვლილებების წელი იყო, რომელმაც ახალი პერსპექტივები გააჩინა კონფლიქტის ტრანსფორმაციის გზაზე, თუმცა ეს მოლოდინები ჯერ ისევ ბუნდოვანი და მოუხელთებელია. თუმცა, გალში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა წლების განმავლობაში არსებითად არ იცვლება. ისინი კვლავ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობენ უსაფრთხოების მაღალი რისკების და ჩაკეტილობის პირობებში. ცხადია, რომ COVID-19 გავრცელების პირობებში ამ რეგიონში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული გარემო მზად არ აღმოჩნდა ეპასუხა ვირუსის სათანადო პრევენციის და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისთვის. საქართველოს მთავრობამ ორივე ოკუპირებულ რეგიონს შესთავაზა სამედიცინო და ჰუმანიტარული მხარდაჭერა. ეს პროცესი აფხაზეთთან მიმართებით შედარებით თანამშრომლობითი აღმოჩნდა. ცხინვალის de facto რეჟიმმა უარი თქვა საქართველოს მთავრობისგან რაიმე მხარდაჭერის მიღებაზე.

დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლებმა იმსჯელეს გალსა და ახალგორში არსებულ სისტემურ სოციალურ და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე და პანდემიის დროს შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე. ასევე იმაზე, თუ რამდენად აქვს მსგავს კრიზისებს კონფლიქტების ტრანსფორმაციის რესურსი და როგორია ამ კუთხით ჩვენი კონტექსტი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“