საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გვერდების რაოდენობა: 268
გამოცემის წელი: 2021
ISBN: 978-9941-8-3279-6
მკვლევრები: 
შესავალი
დანაშაული კომპლექსური ფენომენია, კულტურების მიხედვით და დროში ცვალებადი; საყურადღებოა როგორც ინდივიდის ბუნება, ისე გარემო პირობები. შესაბამისად, არსებობს დანაშაულის ინტერნალური და ექსტერნალური ფაქტორები. სოციალური ასპექტები, ცხადია, სხვადასხვა მაპროვოცირებელ გარემოებასთანაა დაკავშირებული, რომლებიც სისტემურ, და არა ინდივიდუალურ, დონეზე განისაზღვრება.
დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართულობის სოციალურ რისკ-ფაქტორებს შორის იკვეთება შემდეგი პრედიქტორები:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის 2020 წლის მონაცემების მიხედვით, მსჯავრდებულების 20.3% საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის (ქურდობა/ძარცვა) არის გასამართლებული (2457 შემთხვევა), ხოლო დაახლოებით მეათედი (9.4%) – ნარკოდანაშაულისთვის (ნარკოტიკების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება - 1216 შემთხვევა) (საქსტატი, 2020).
2018 წლის „ზრუნვის სისტემების შეფასების ანგარიშში“ აღწერილია, რომ დასავლეთის ქვეყნებში „ნარკოტიკებთან ომის“ პარადიგმა ჰუმანური ნარკოპოლიტიკითაა შეცვლილი. მეტიც, არაერთ ქვეყანაში წამალმოხმარებამ სასჯელაღსრულებიდან ჯანდაცვის სფეროში გადაინაცვლა. ამდენად, ევროპის ქვეყნებში კანონების ლიბერალიზაციის ტენდენცია შეინიშნება, თუმცა, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ნარკოტიკების პირადი მოხმარება და არა მათი გაყიდვა ან სხვა დამამძიმებელი გარემოება. პირადი მოხმარებისას იშვიათად დგება პირის თავისუფლების აღკვეთის განაჩენი. მსგავს შემთხვევებში ხშირად ადმინისტრაციულ სასჯელს მიმართავენ (ზრუნვის სისტემის შეფასების ანგარიში, 2018).
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის თანახმად, ზიანის შემცირების პრინციპი გულისხმობს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების შემცირებას ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირისადმი ჰუმანური დამოკიდებულებებითა და მისი უფლებათა დაცვის გზით. ამდენად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პირის მიმართ გამოვლენილ პოზიტიურ დამოკიდებულებასა და კეთილგანწყობას და არა ძალადობრივ ქმედებებსა თუ თავისუფლების აღკვეთას. რეალურად კი, საქართველო მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკით გამოირჩევა, რაც ნარკოტიკების მომხმარებლების რესოციალიზაციის პროცესს აფერხებს, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს და სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას ამძიმებს (საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები, 2018).
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს „სამართლიანი და ჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკის ჩამოყალიბება“, რომელსაც ორი ძირითადი მიმართულება აქვს:
ზემოაღნიშნული მიმართულებით განხორციელებულმა ქმედებებმა საბოლოოდ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში სამართლიანი და ჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკის ჩამოყალიბებას.
[1] Delinquentia ლათინური სიტყვაა და სიტყვასიტყვით წესის დარღვევას, წესიდან გადახვევას ნიშნავს.
ინსტრუქცია