საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების უფლებების დაცვას.
თუ შენი ოჯახის წევრი ან ნაცნობი დაკავებულია და ამის შესახებ უკვე აცნობე ჩვენს ცხელ ხაზს, გაეცანი "დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიების ინსტრუქციას".
იმ შემთხვევაში, თუ ცხელ ხაზზე შესულია ინფორმაცია პირის დაკავების შესახებ, ჩვენი ორგანიზაციები გამოუყოფენ მას ადვოკატს.
ცხელი ხაზის ხელმისაწვდომობისა და მაქსიმალურად ეფექტიანი იურიდიული დახმარების მიღების მიზნით, გაითვალისწინე, რომ ჩართული ადვოკატები თავად დაუკავშირდებიან საკონტაქტო პირს, ვისგანაც დაკავებულის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, მას შემდეგ, რაც გაირკვევა პირის ადგილსამყოფელი.
თუ 5 საათის შემდეგ კვლავ არ ფლობ ინფორმაციას დაკავებულის შესახებ, ხელახლა დაუკავშირდეთ ქსელის ცხელ ხაზს.
ინსტრუქცია