[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

არასამთავრობოები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს აფასებენ

2013 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად.არსებული რეგულირების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩეროს კანონის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.შემოთავაზებული ცვლილებით, სასამართლოს აღნიშნული უფლებამოსილება უნარჩუნდება, თუმცა იგი იზღუდება 30 დღიანი ვადით; კერძოდ, თუ სასამართლო სადავო ნორმის მოქმედებას შეაჩერებს, მაშინ მან საქმეზე მსჯელობა უნდა დაასრულოს 30 დღის ვადაში. თუ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ/არ მიიღო 30 კალენდარული დღის ვადაში, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება ძალას კარგავს მისი მიღებიდან 31-ე კალენდარულ დღეს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მიზანი საკანონმდებლო ვაკუუმის გონივრულ ხანგრძლივობამდე დაყვანაა, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით იქმნება და შესაძლოა ზიანი მიაყენოს მესამე პირების ინტერესებს.ცვლილების მოტივი სრულიად გასაგები და მისაღებია, თუმცა არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მიგვაჩნია, რომ იგი დახვეწას მოითხოვს. პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ განხილვის 30 დღიანი ვადა ზედმეტად მცირეა. საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა დგას, გააკეთოს კონსტიტუციის ავთენტური განმარტება, ამიტომ საზოგადოების ინტერესია ეს განმარტება სრული, გონივრული და მაღალი ხარისხის იყოს. სასამართლოს არცთუ ისე მდიდარი პრაქტიკისა და რესურსების გათვალისწინებით, უპრიანია აღნიშნული ვადა გაიზარდოს სასამართლოსთან კონსულტაციის შედეგად გონივრულ მოცულობამდე.მეორე შენიშვნა შეეხება ნორმის ბლანკეტურ ხასიათს: შემოთავაზებული ცვლილება ვრცელდება განურჩევლად ყველა შემთხვევაზე, სასამართლომ 30 დღეში უნდა გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რეალურად აყენებს თუ არა ნორმის შეჩერება მესამე მხარის ინტერესებს ზიანს. ეს კი სასამართლოს რესურსების გაუმართლებელ ხარჯვას იწვევს, რაც საქმის დაჩქარებული განხილვის პროცედურით არის გამოწვეული. მიგვაჩნია, რომ საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია თავად საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გააჩნდეს, თუ დაინახავს, რომ ნორმის მოქმედების შეჩერებით ზიანი ადგება მესამე პირის ინტერესებს.ამგვარად, გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს, განხილვის ვადას გაზრდასთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციები საკონსტიტუციო სასამართლოსთან კანონპროექტის კენჭისყრამდე გაიაროს, ხოლო ბლანკეტური ნორმა შეცვალოს სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებით.საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-G)სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი

NGOs assessing amendments to the Organic Law on the Constitutional Court

The draft law initiated by the Parliament’s Legal Affairs Committee Chairman Vakhtang Khmaladze on April 4, 2013 aims to amend to the Organic Law on the Constitutional Court of Georgia.

Under the current regulations, the Constitutional Court has the authority to suspend the existing law until the final decision if the Court deems that the normative act can have irreparable consequences for one of the parties concerned.

Under the proposed amendment, the Court retains the above authority, but it is limited to a 30-day period, i.e. in the event that the Court suspends the operation of a controversial provision, it must complete the hearing of the case within 30 days. If the final judgment cannot / is not awarded by the Court within 30 calendar days, the decision to suspend the disputed provision shall lose force on the 31st calendar day from its receipt.

According to the explanatory note to the draft law, the purpose of the above amendment is to reduce to a reasonable term the legislative vacuum that will result from the suspension of the controversial provision and which may cause potential damage to the interests of third parties.

The spirit of the amendment is completely understandable and acceptable; however, there are several reasons why we believe it needs improvement. First of all, we think that the 30-day hearing deadline is too short. The Constitutional Court has the difficult task of providing an authentic interpretation of the Constitution; therefore, it is in the public interest to ensure that the definition is complete, reasonable, and of high quality. Given the Court’s relatively poor practical experience and resources, we recommend extending the time to a reasonable term after consultations with the Court.

Our second observation concerns the blanket nature of the rule: the proposed amendment applies to all cases without exception. The Court shall render its final decision within 30 days, regardless of whether or not the suspension of the provision is actually detrimental to the interests of third parties. This accelerated hearing procedure will bring about unreasonable expenditure of judicial resources . We believe that if the Constitutional Court sees that the suspension of the norm damages the interests of a third party, the discretion for deciding on the expedited review should rest within the Court.

We would thus like to urge the Parliament to have public consultations with the Constitutional Court regarding both the extension of the above term and the replacement of the blanket rule with the Court's discretionary authority before voting on the draft law.

Transparency International Georgia

The International Society for Fair Elections and Democracy

Human Rights Education and Monitoring Center

The Democratic Initiative of Georgia

Article 42 of the Georgian Constitution

The Georgian Young Lawyers' Association

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“