საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2013 წლის 29-31 მაისს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ სოფელ დიცის, დვანისა და პერევის ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების ფაქტის შესახებ.
განსაკუთრებით აღმაშფოთებელია საქართველოს სამი მოქალაქის გატაცებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტები, რასაც უკანასკელი დღეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ კონფლიქტის ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოება და კონსტიტუციური უფლებები სრულიად უგულვებელყოფილია. კერძოდ, სახეზეა კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი გადაადგილებისა და სხვა სამოქალაქო და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შეზღუდვა.
მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები და შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევა.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად.მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, უზრუნველყონ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევის, მოქალაქეების გატაცების ფაქტებისა და საქართველოს საზღვრის ოკუპაციის შესახებ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-G)
კონსტიტუციის 42-ე მუხლიადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ინსტრუქცია