[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრების მიერ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მიღებული „რუსული კანონი“ (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ვენეციის კომისიის დასკვნით წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მუხლებთან, ხოლო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შეფასებით კანონი დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.

„რუსული კანონი“ პირდაპირ არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითადი ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე მმართველობის წესებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 თებერვლის №110 დადგენილებით შექმნილი საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ როგორც საბჭო, ასევე მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი.“

მივმართავთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს), უმოკლეს ვადაში მოამზადოს საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ა(ა)იპ საერთაშორისო გამჭვირვალობა−საქართველო
  • ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ()იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  • ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ა(ა)იპ ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი
  • ა(ა)იპ ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“