[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / ვიდეო / ანალიტიკა

ანანო სურმავა - ლგბტქ ჯგუფის შრომის უფლებებსა და დასაქმების სექტროში არსებულ გამოწვევებზე

ვიდეო - LashaFox

ნანო სურმავა საუბრობს ლგბტქ ჯგუფის შრომის უფლებებსა და დასაქმების სექტროში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე.
საქართველოში არსებული შრომითი პირობები არ არის მორგებული მშრომლთა საჭიროებებზე და ხშირად მათი უფლებების დარღვევის მრავალ ფორმაში ვლინდება, რაც აბრკოლებს წვდომას ღირსეული სამუშაო გარემოსა და ადეკვატურ ანაზღაურებაზე.
ლგბტქ თემის წევრები თავიანთი გარიყულობიდან გამომდინარე, ვერ სარგებლობენ დასაქმებაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობებით. EMC-ის მიერ განხორციელებული კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა 93.1% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ლგბტქ ადამიანებს, სხვებთან შედარებით, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი დასაქმებაზე“. ამასთან, ლგბტქ პირთა საშუალო ანაზღაურება რესპონდენტთა 60.5%-ის შემთხვევაში, 1000 ლარის ფარგლებს არ სცდება. დასაქმებულ რესპონდენტთა მეხუთედზე მეტი (22.3%) ერთდროულად ორ სამუშაო ადგილასაა დასაქმებული, რისი მიზეზიც 88.9%-ის შემთხვევაში, დაბალი ანაზღაურებაა. ასევე აღსანიშნია, რომ კვლევაში გამოკითხულთა 82%-თვის შრომის ანაზღაურება მხოლოდ კვების, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად არის საკმარისი. ეს იმაზეც მიუთითებს, რომ საქართველოში შრომის ანაზღაურება არ არის ადეკვატური და ვერ უზრუნველყოფს ცხოვრების ადეკვატურ ხარისხს.
  • კვლევა სრულად შეგიძლიათ იხ. ბმულზე: https://bit.ly/2MEsnG0

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“