საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჯერ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ, შემდეგ კი აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების საბჭომ საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გამო ჩაკეტა დე-ფაქტო გამშვები პუნქტები. გავრცელებული ინფორმაციით, ენგურის ხიდი დაიკეტება 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო ცხინვალის რეგიონთან დამაკავშირებელი გადასასვლელები, რომელიც როგორც ბოლო 1 წლებში დადგენილი პრაქტიკა აჩვენებს, ყოველი თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში იხსნება, აღარ გაიხსნება. დე-ფაქტო ხელისუფლებებმა ეს გადაწყვეტილებები “რადიკალური ძალების მიერ შესაძლო პროვოკაციების” თავიდან აცილების მიზნით ახსნეს.
ცხადია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებების შედეგად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის (ამჟამად გალში დაახლოებით 30 000-40 000 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, ახალგორში კი (არაოფიციალური მონაცემებით) 1000-მდე ქართველი) დიდი ნაწილი ისევ ვერ შეძლებენ საარჩევნო უფლების რეალიზებას და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას.
ეს მანკიერი პრაქტიკა უკვე წლებია გრძელდება, რაც ისედაც ორმაგი უგულებელყოფისა და სისტემური დისკრიმინაციის პირობებში მცხოვრებ ძირითადად ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას გალსა და ახალგორში კიდევ უფრო რიყავს საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესებისგან და აღრმავებს მათ პოლიტიკურ იზოლაციასა და გაუცხოებას. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ეთიკურად ქართველ მოსახლეობას აქვს აღქმა, რომ ისინი კარგავენ კავშირებს და გავლენებს ქართულ პოლიტიკაზე და მათი ხმა და ინტერესები სულ უფრო ნაკლებად ისმის. ნიშანდობლივია, რომ გალის რაიონის მოსახლეობას არც ადგილობრივ, დე-ფაქტო, არჩევნებში აქვს მონაწილეობის მიღების უფლება, ე.წ. აფხაზური მოქალაქეობის არარსებობის გამო, რის გამო ისინი ორმხრივად რჩებიან საბაზისო პოლიტიკური უფლებების და ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის ბერკეტის გარეშე.
გალის და ახალგორის მოსახლეობის დიდ ნაწილს, მათი მოწყვლადი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ცხადია, რომ არ შეუძლია არჩევნებამდე, თუნდაც 1 კვირით ადრე კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოსვლა და არჩევნების დღემდე აქ დარჩენა. გარდა ტექნიკური და ფინანსური ბარიერებისა (საცხოვრისი, ტრანსპორტირება), ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ბევრმა მოქალაქემ ისიც არ იცის, თუ რომელ უბანზე შეუძლია ხმის მიცემა. ამის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება და შესაბამისი ორგანოები პროაქტიულად ინფორმაციას არ ავრცელებენ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეების ამ ჯგუფის ხმის უფლების გარეშე დატოვება უკვე წლების პრაქტიკად იქცა, რაც ამ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას საარჩევნო უფლების გარეშე ტოვებს. სამწუხაროდ, არც სახელმწიფო ინსტიტუტები და არც პოლიტიკური პარტიები ამ საკითხს დღის წესრიგში სათანადოდ არ აყენებენ. ისინი არ ატარებენ შესაბამის საინფორმაციო კამპანიებს და არ იღებენ ალტერნატიულ ადმინისტრაციულ და სოციალურ ზომებს ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლებების რეალიზებისთვის. ოფიციალური თბილისი საარჩევნო უფლებების საკითხს ნაკლებად სვამს საერთაშორისო დისკურსიებისა და დე ფაქტო ხელისუფლებებთან კომუნიკაციის პროცესში. ამ დრომდე ამ საკითხზე ოფიციალურ თბილისს საჯარო განცხადებაც კი არ გაუკეთებია (ამგვარი განცხადებები არ არის განთავსებული, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებ-გვერდებზე).
უფლებადარღვევის ამ პრაქტიკის უგულებელყოფა ადგილობრივ მოსახლეობაში ქმნის ეჭვებს, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობა მოქმედი ხელისუფლების აღქმით მისთვის შეიძლება ხელსაყრელიც არ იყოს, რის გამოც ის ნაკლებად არის დაინტერესებული ამ საკითხის მოგვარებითა და ალტერნატიული ღონისძიებების მიღებით.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების სისტემური დარღვევის პრაქტიკის აღსაკვეთად, მნიშვნელოვანია:
ინსტრუქცია