საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყანაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების სფეროში შექმნილ კრიზისულ და საგანგაშო მდგომარეობაზე და გაატაროს მყისიერი და ქმედითი ღონისძიებები დასაქმების ადგილზე ადამიანთა დაშავებისა და დაღუპვის პრევენციისთვის.
იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი, უკანასკნელ პერიოდში დასაქმების ადგილზე მუშათა დაღუპვისა და დაშავების უკიდურესად შემაშფოთებელი მაჩვენებლები იმის ინდიკატორია, რომ მხოლოდ ეს საკანონმდებლო ღონისძიებები ვერ ახერხებს არსებულ კრიზისთან გამკლავებას. ჩვენი შეფასებით, არსებითია სახელმწიფომ გადადგას სისტემური და ქმედითი ნაბიჯები კანონმდებლობაში არსებული სტანდარტების გაძლიერებისა და შრომის უფლებების დაცვის სფეროში აღსრულების მექანიზმების გაძლიერების მიზნით.[1]
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 1 მაისს ჩანიშნა საკომიტეტო მოსმენა, რომელიც საქართველოში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას უკავშირდება და სხდომის ფარგლებში კომიტეტი მოისმენს ყველა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლის პოზიციას და გეგმებს. სამწუხაროდ აღნიშნული შეხვედრა დახურულია და ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს საკომიტეტო მოსმენის დახურვა იმ პირობებში, როდესაც ამ საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და კითხვები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების საქმიანობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
მწვანე ალტერნატივა
სოლიდარობის ქსელი
ინსტრუქცია