საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
აფგან მუხთარლი ცნობილი აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც 2015 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ დევნის და შევიწროების გამო, საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და თავშესაფარი მოითხოვა. საქართველოში ცხოვრების დროსაც, იგი აგრძელებდა აზერბაიჯანული მედიებისთვის მუშაობას და აშუქებდა მაღალი დონის კორუფციას აზერბაიჯანში.
2017 წლის 29 მაისს, აფგან მუხთარლი თბილისში, მისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მოიტაცეს, სავარაუდოდ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა. როგორც მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, მას მანქანაში სცემეს, და შემდეგ თვალებახვეული აზერბაიჯანის საზღვართან აზერბაიჯანის საზღვრის პოლიციას გადასცეს. აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციამ მას ბრალი დასდო აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო კვეთაში.
აფგან მუხთარლი სტრასბურგის სასამართლოში დავობდა როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ არგუმენტებში ჟურნალისტი სადავოს ხდიდა მოტაცების, არასათანადო მოპყრობის და აზერბაიჯანში იძულებით გადაცემის, ასევე მისი საქმის არაეფექტიან გამოძიების, და შედეგად ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევის თაობაზე.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების პროცედურული ნაწილების დარღვევა შემდეგი მიზეზების გამო:
ევროპულმა სასამართლომ ვერ დაადგინა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების არსებითი ნაწილების დარღვევა, ე.ი. ნამდვილად მოხდა თუ არა მუხთარლის გატაცება და არასათანადო მოპყრობა საქართველოს ხელისუფლების თანხმობით და დახმარებით, საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, რაც სასამართლოს თანახმად, სწორედ საქართველოს ხელისუფლების არაეფექტიანი გამოძიების შედეგია.
საქართველოს ხელისუფლებას აფგან მუხთარლის უფლებების დარღვევის გამო 10 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
აზერბაიჯანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა კონვენციის მე-5 და მე-8 მუხლის დარღვევა.
აფგან მუხთარლის საქმე საქართველოში ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოების რისკების და მწვავედ გაუარესებული სამუშაო გარემოს ერთ-ერთი მძიმე მაგალითია. საყურადღებოა, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი დააკავა აზერბაიჯანში ექსტრადაციის რეალური საფრთხით. ეს ფაქტები საქართველოს ხელისუფლების მიერ აზერბაიჯანის ავტორიტარულ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ლოიალობისა და უკანონო თანამშრომლობის საშიშ პრეცედენტებს ქმნის და საქართველოში მოღვაწე კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ არაუსაფრთხო გარემოს ქმნის.
ინსტრუქცია