საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ხელმძღვანელი: ვლადიმერ კიკილაშვილი
ავტორი: ნიკოლოზ ჯანელიძე
გვერდების რაოდენობა: 165
ორგანიზაცია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
წინამდებარე ნაშრომში გადმოცემულია თანამედროვე ჩეჩნური ნაციონალიზმის ნიშნები და თავისებურებები, გამოკვლეული ერნესტ გელნერის ნაციონალიზმთან დაკავშირებული თეორიის ზოგიერთი დაშვების საფუძველზე. კერძოდ, ნაშრომში აღებულია გელნერის სამი თეორიული დაშვება: – ა) ნაციონალიზმის წარმოშობა, როგორც რეაქცია სახელმწიფო ნარატივზე, ბ) მისი წარმოშობა, იმ შემთხვევაში როდესაც სახელმწიფო (თავისი გამოვლინებებით) ზედმეტად არის წარმოდგენილი პოლიტიკურ სივრცეში და არა როცა მისი არსებობა ეჭვქვეშ დგას, გ) ნაციონალიზმის წარმოშობა უნივერსალურად მაღალი კულტურის ეპოქაში. ამ უკანასკნელს პირველი ორი მათგანი ავსებს და ემთხვევა დროში. უფრო სწორად, უნივერსალური მაღალი კულტურის ეპოქაში მიმდინარეობდა/მიმდინარეობს დანარჩენი ორის გამოვლინებები. ზემოხსენებული დაშვებების შესაბამისად ჩამოვაყალიბეთ ორი პიპოთეზა, რომლებიც გამყარებულია თანამედროვე (90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე) და ნაწილობრივ წინა პერიოდის პრაქტიკული მაგალითებით.
ნაშრომი, მეთოდოლოგიური კუთხით, თვისებრივი კვლევების კატეგორიაში მოიაზრება და მეთოდოლოგიურ მიდგომად შემთხვევების შესწავლას (Case-study) იყენებს. ნამუშევრის თეორიული დაშვებების გადამოწმება ხორციელდება ჩეჩნური ნაციონალიზმის გამოვლინებებზე დაკვირვების საფუძველზე, რომელიც მოიცავს დაახლოებით 25 წლის პერიოდს. შესაბამისად დეტალურად არის განხილული სამი ძირითადი ქეისი (ეთნიკური სეპარატიზმი, ამ უკანასკნელის ტრანსფორმაცია რელიგიური სეცესიის მოთხოვნაში (რელიგიურ იდენტობაში) და უახლესი პერიოდი (რამზან კადიროვის ნაციონალური პოლიტიკა). თუმცა სამივე მათგანი ასევე შეიცავს კვლევისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რაც დამატებით ქეისებად არის განხილული.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თანამედროვე პერიოდში ჩეჩნური 3 ნაციონალიზმი ვლინდება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით:
კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ პროცესებში მთავარ როლს ასრულებს/ასრულებდა, როგორც მოქმედი/ყოფილი ხელისუფლება, ასევე წინააღმდეგობის (იატაქვეშეთის) ძალები. ამასთანავე გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: პირველ ეტაპზე ჩეჩნურ ნაციონალიზმს პედალირებდა ძირითადად წინააღმდეგობის ძალები (იატაკქვეშეთი/არ-აღიარებული ხელისუფლებები. საუბარია წინააღმდეგობის ფრონტზე, დუდაევისა და მასხადოვის ხელისუფლებებზე), ხოლო ჩეჩნეთ-რუსეთის მეორე ომის შემდეგ აქტიურობდნენ როგორც ეს უკანასკნელნი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება (ანუ მოსკოვის მიერ ოფიციალურად აღიარებული და მხარდაჭერილი ახმად და რამზან კადიროვების მმართველობები და წინააღმდეგობის ძალები, რომლებიც ამჯერად კონცენტრირებული იყვნენ ახალი მიზნისთვის ბრძოლაზე).
ინსტრუქცია