[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ბიბლიოთეკა / კვლევა

სამხრეთ კავკასიის დემოგრაფიული განვითარება 1950-2050 წლებში

შორენა წიკლაური  

Library Cover Image

ხელმძღვანელი:  მამუკა ნადარეიშვილი, გიორგი წულაძე

ავტორი:   შორენა წიკლაური

გვერდების რაოდენობა:  120

Sh.Tsiklauri-PhD_1571142852.pdf

ნაშრომში გაანალიზებულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოგრაფიული განვითარება 1950-2050 წლებისათვის. სამხრეთ კავკასიის ქვეყნები დემოგრაფიული განვითარების თვალსაზრისით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რაც უფრო მეტად თვალსაჩინო იყო წარსულში, ვიდრე დღევანდელ პერიოდშია. ნაშრომში ყურადღება დაეთმობა ისეთ დემოგრაფიულ პროცესებს, როგორც არის შობადობა, მოკვდაობა, გარე მიგრაცია, ბუნებრივი მატება და მოსახლეობის აღწარმოება.

1990-იანი წლებიდან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოსახლეობის კლება გარკვეულწილად ბუნებრივ მატებას უკავშირდება, თუმცა მოსახლეობის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს გარე მიგრაცია ასრულებს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მძიმე ეკონომიკურმა და სოციალურმა პირობებმა და რეგიონში წარმოქმნილმა სამხედრო კონფლიქტებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოსახლეობის განვითარებაზე. ყველა არსებული წყაროს მიხედვით სამივე ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა მცირდება.

მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების დინამიკის შესასწავლად, მნიშვნელოვანია არსებობდეს სანდო სტატისტიკური მონაცემები ბუნებრივი მოძრაობის, მიგრაციის და მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დემოგრაფიული სტატისტიკური მონაცემების ხარისხი ყოველთვის იყო განხილვის თემა, თუმცა 1990-იანი წლების დასაწყისიდან პრობლემა გახდა უფრო აქტუალური.

აღნიშნული ეხება, როგორც ბუნებრივი მოძრაობის და მოსახლეობის სტატისტიკურ მონაცემებს, ასევე გარე მიგრაციის მაჩვენებლებსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში და სომხეთში ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად ხელმისაწვდომია ადგილობრივი ექსპერტების მიერ გაკეთებული ალტერნაიტული შეფასებები. აზერბაიჯანში შეფასებითი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. 4 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ მონაცემების ხელმისაწვდომობა, შევაფასოთ სტატისტიკური მონაცემების ხარისხი და საჭიროების შემთხვევაში მოვახდინოთ მონაცემების გადაანგარიშება სანდო წყაროების გამოყენებით.

ნაშრომის მეორე ნაწილში განვიხილავთ მოსახლეობის განვითარების პერსპექტივებს. ნაშრომში გამოყენებულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სტატისტიკის ეროვნული სამსახურების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებითი მონაცემები და ქვეყნებში ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციალურ-დემოგრაფიული გამოკვლევის შედეგები. ნაშრომი განკუთვნილია დემოგრაფების, სოციოლოგებისა, სტატისტიკოსების და დემოგრაფიული პრობლემებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის

Sh.Tsiklauri-PhD_1571142852.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“