[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ბიბლიოთეკა / კვლევა

მემკვიდრეობის განაწილების გენდერული ასპექტები ქართულ კულტურაში

მაია არავიაშვილი  

Library Cover Image

ხელმძღვანელი:   ემზარ ჯგერენაია

ავტორი:   მაია არავიაშვილი

გვერდების რაოდენობა:  142

M.Araviashvili-PhD_1575039473.pdf

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ მიიღო ახალი კონსტიტუცია, დაამტკიცა ლიბერალური კანონმდებლობა და შეუერთდა საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც ფორმალურად გენდერული თანასწორობის გარანტის როლს ასრულებენ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, საკანონმდებლო რეგულაციები არ მიესადაგება კულტურულ ღირებულებებს და საზოგადოება მათ არ იზიარებს. აქედან გამომდინარე, გენდერული დისკრიმინაციის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას ქართული საზოგადოების წინაშე. ეს კარგად ჩანს საქართველოში სქესობრივი განსხვავების ნიადაგზე მემკვიდრეობის არათანაბარი განაწილების პრაქტიკაში. ტრადიციულად, მზითვის გატანების არაფორმალური პრაქტიკა ქალს ოჯახური ძალადობისგან იცავდა, რადგან ქმრის ოჯახში გადასვლის შემდეგ მზითვი მის მფლობელობაში რჩებოდა და თავის სურვილისამებრ განკარგავდა. ეს გარემოება ქალს გარკვეულ უფლებებს ანიჭებდა და მის როლს მნიშვნელოვანს ხდიდა ახალ ოჯახში. თანამედროვე საქართველოში მზითვის გადაცემის ტრადიცია თითქმის აღარ არსებობს, თუმცა მემკვიდრეობითმა სამართალმა, რომლის თანახმად ქალიშვილსა და ვაჟიშვილს მშობლების ქონებაზე თანაბარი უფლებები აქვთ, ფეხი ვერ მოიკიდა. უმეტესწილად, ქალი არ იყენებს მემკვიდრეობაზე თავის უფლებას. დის მხრიდან ძმასთან ქონებაზე პრეტენზიის გამოხატვა ქართული საზოგადოებისათვის მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო რეგულაციები ამის ლეგალურ უფლებას იძლევა. შესაბამისად, ფორმალური ინსტიტუციები არ არის იმდენად ძლიერი და ქმედითი, რომ აღკვეთოს ოჯახური ძალადობის ეს ფორმა, რომელიც შეიძლება გახდეს ქალის მიერ ქმრის მხრიდან სხვა ტიპის (ფიზიკური, სექსუალური, ეკონომიკური) ძალადობის დათმენის მიზეზი. სადისერტაციო ნაშრომის კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს: ექსპერტულ ინტერვიუებს, სიღრმისეულ ინტერვიუებს, მემკვიდროების რეგისტრაციის და მასთან დაკავშირებული 4 სასამართლო დავების მონაცემების კონტენ-ანალიზს. კვლევის შედეგები ასახავს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის კომპლექსურ ხასიათს, რომელიც კვლავ დიდ გავლენას ახდენს პოსტ-საბჭოთა ქართულ საზოგადოებაზე.

M.Araviashvili-PhD_1575039473.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“