[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ბიბლიოთეკა / კვლევა

კონსტიტუციური პროცესების განვითარება პირველი მსოფლიო ომის შემდგომი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია

Library Cover Image

ხელმძღვანელი:  დავით აფრასიძე

ავტორი:   გიორგი პაპუაშვილი

გვერდების რაოდენობა:  93

G.Papuashvili-PhD_1575038195.pdf

წინამდებარე კვლევა იძიებს ახალი კონსტიტუციურ-სამართლებრივი აზროვნების აღმოცენების საწყისებს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის 5 ათი სახელმწიფოს კონსტიტუციათა განხილვის მეშვეობით. უფრო კონკრეტულად, ნაშრომი ახდენს კონსტიტუციის შემუშავების პროცესების გაანალიზებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ახლად შექმნილ ქვეყნებში და აღწერს მათ ლიბერალურ და დემოკრატიულ მახასიათებლებს. მოცემული ქვეყნებიდან, განსაკუთრებულად სიღრმისეულად შესწავლილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის არსი, მისი შემუშავებისა და მიღების პროცესი.

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ კონსტიტუციათა შემუშავების პროცესი შეიძლება შეფასდეს როგორც ჩუმი რევოლუცია, ვინაიდან მის შედეგად რეგიონის ქვეყნებში დაინერგა წარმომადგენლობითი დემოკრატია, მმართველობის საპარლამენტო სისტემა, ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტები, ადგილობრივი თვითმმართველობა, სახელისუფლებო ძალაუფლების მკაფიო გადანაწილება და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მოცემულ ქვეყანათა ეროვნული დამოუკიდებლობის გამყარება. აღნიშნულმა კონსტიტუციებმა ერთმნიშვნელოვნად მოახდინეს მოძველებული აბსოლუტური მონარქიის სისტემის ჩანაცვლება უფრო პროგრესულით და დასაბამი მისცეს ევროპული დემოკრტიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. წინამდებარე ნაშრომი მნიშვნელობას იძენს ორი ძირითადი მიზეზის გამო: დღემდე არ მოიპოვება მნიშვნელოვანი ისტორიული და პოლიტიკური კვლევა, რომელიც ასახავდა ხსენებული კონსტიტუციების საერთო ტენდენციებსა და მახასიათებლებს. იგი მნიშვნელოვანია ასევე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დღეს არსებული სოციალურად ორიენტირებული კონსტიტუციური აზროვნების საწყისების გააზრების საკითხში.

ნაშრომი ნათელყოფს, რომ დიქტატორული და მონარქიული რეჟიმების მზარდმა არაპოპულარობამ ბიძგი მისცა ახლად შექმნილ სახელმწიფოებს 6 პროგრესული აზროვნებისაკენ. ნაშრომში გაკეთებულია დასკვნა, რომ ახალი სახელმწიფოებისთვის საკუთარი წარსულის გადაფასების პროცესში სამაგალითო მოდელს სწორედ პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნები წარმოადგენდნენ, რომელთა არსებული სოციალურ-პოლიტიკური დემოკრატიის ტენდენციები მისაბაძი გახდა რეგიონის ქვეყნებისათვის.

G.Papuashvili-PhD_1575038195.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“