საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
29მაი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ევროკავშირის მხარდაჭერით, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლის პირველი ნაკადის მონაწილეებს მასპინძლობს.
სკოლის შესავალი სესიები ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურასა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესს დაეთმო.
სკოლის მსმენელები არიან მკვლევრები, დარგით დაინტერესებული ჟურნალისტები და სტუდენტები.
მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ უსაფრთხოების საკითხებზე აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა, მოისმინონ მოხსენებები გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის კონცეფციისა და დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების შესახებ.
უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლა 29 მაისი - 2 ივნისის პერიოდში ტარდება.
ინსტრუქცია