[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლა მეორე ნაკადის მონაწილეებს მასპინძლობს

29ნოე

Cover image

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ევროკავშირის მხარდაჭერით, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლის მეორე ნაკადის მონაწილეებს მასპინძლობს.

პირველ სესიაზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარმა, ლიკა ჩხეტიანმა, მონაწილეებს ადამიანური უსაფრთხოების კონცეფცია გააცნო. მეორე სესია კი უსაფრთხოების არქიტექტურასა და პოლიტიკის დაგეგმვის საკითხებს დაეთმო და მას საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (GISS) თანადამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი, ირაკლი ფორჩხიძე უძღვებოდა.

სკოლის მსმენელები არიან მკვლევრები, დარგით დაინტერესებული ჟურნალისტები და სტუდენტები.

კურსის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ უსაფრთხოების საკითხებზე აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა, მოისმინონ მოხსენებები გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის კონცეფციისა და დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების შესახებ. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლის მეორე ნაკადისთვის, ღონისძიება 29 ნოემბერი - 3 დეკემბრის პერიოდში ტარდება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“