[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

უხილავი ფერები – ქართული ხის მეჩეთები“ ფილმის პრეზენტაცია

01აპრ

Cover image

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 1 აპრილს, 17:00 საათზე, გამართა დოკუმენტური ფილმის „უხილავი ფერები – ქართული ხის მეჩეთები“ პრეზენტაცია
ადგილმდებარეობა: ბათუმი, თანამედროვე ხელოვნების სივრცე (ზვიად გამსახურდიას ქ. 1/5)

ფილმი ასახავდა რეჟისორ ქეთი მაღრაძისა და ადგილობრივი თემის ლიდერის, ნესტან ანანიძის მოგზაურობას მაღალმთიან აჭარაში. ავტორებმა მოინახულეს რეგიონის ხის მეჩეთები და დააფიქსირეს მათი უნიკალური არქიტექტურა, ისტორია და მეჩეთების გარშემო არსებული სოციალური და რელიგიური ცხოვრება.

ფილმში წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივ ლიდერებთან ინტერვიუები, ასევე ისტორიული ტექსტები, რომლებიც მეჩეთების კედლებზე, წიგნებსა და წერილებში იყო შემონახული. ეს ტექსტები ავლენდა მუსლიმი თემის სიბრძნესა და გამოცდილებას, სადაც ქართული ენის პოეტურობა და სიღრმე განსაკუთრებით გამორჩეული იყო.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შერეული ოჯახების, სამეზობლოებისა და სხვადასხვა რელიგიური იდენტობის მქონე ადამიანების თანაცხოვრების უნიკალურ პრაქტიკას აჭარაში. ფილმში ხაზგასმული იყო ისლამისა და ქრისტიანობის ყოველდღიური თანაარსებობა, როგორც მდიდარი კულტურული და სოციალური ფენომენი.

დოკუმენტური მასალა გამოხატავდა ქართველი მუსლიმი თემის წუხილსა და პოლიტიკურ განაცხადს, რაც უკავშირდებოდა მათი კულტურის, რელიგიური პრაქტიკისა და იდენტობის აღიარების აუცილებლობას. ფილმში მკაფიოდ ისმოდა მათი მოწოდება უფლებრივი და პოლიტიკური გარანტიების განმტკიცებისკენ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რეჟისორ ქეთი მაღრაძეს ინტენსიური და საგულდაგულო სამუშაოსთვის, და ადგილობრივ მეგზურს, ნესტან ანანიძეს, რომლის მონაწილეობაც ფილმის სიღრმისა და ავთენტურობის განუყოფელი ნაწილი იყო.

ღონისძიება შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“