[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

ტრენინგი მედიისთვის

29ივლ

Cover image

29-30 ივლისს, EMC-მ მედიის წარმოამადგენლებისთვის ტრენინგი გამართა. ორი დღის განმავლობაში, მომხსენებლებთან ერთად მიმდინარეობდა დისკუსიები არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში. ასევე, ამ მხრივ არსებულ სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე. მსჯელობები წარიმართა ქვემო ქართლის, პანკისის და აჭარის მაგალითებზე.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით არსებული ბარიერების წარმოჩენა და ამ მხრივ, მათი უფლებრივი მდგომარეობის მიმართ საჯარო ინტერესის გაზრდა.

ტრენინგი გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“