საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
27მარ
2018 წლის 27 მარტს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა „თანდოიანცის“ ეკლესიის საქმესა და რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობების რესტიტუციის პრობლემას.
შეხვედრაზე დაინტერესებული პირებისათვის “თანდოიანცის” სომხურ ეკლესიასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესისა და ისტორიული და არქიტექტურული კვლევის შედეგები იყო წარმოდგენილი. ასევე, მსჯელობა გაიმართა საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისათვის ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების რესტიტუციის პრობლემაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელოვნებათმცოდნეები და რელიგიური გაერთიანებების ლიდერები.
ინსტრუქცია