[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

თანასწორობის და სოლიდარობის ქსელის პირველი სამუშაო შეხვედრა

05ოქტ

Cover image

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა თანასწორობის და სოლიდარობის ქსელის შექმნას. ქსელის პირველი სამუშაო შეხვედრა 5-6 ოქტომბერს შედგა და მასში მონაწილეობა პოლიტიკოსებმა, საჯარო მოხელეებმა, მკვლევარებმა და თემის აქტივისტებმა მიიღეს. შეხვედრის ერთი ნაწილი დაეთმო ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ თეორიული ცოდნის გაზიარებას, რომელიც დაეფუძნა EMC-ს კოორდინირებით, ამ თემაზე მომზადებული უახლოესი კვლევის შედეგებს პანკისზე, მაღალმთიან აჭარასა და ქვემო ქართლზე. გასვლითი ღონისძიების მეორე ნაწილი თემის ლიდერებისა და აქტივისტების აქტიური ჩართულობით წარიმართა, სადაც მათ პოლიტიკოსებს და საჯარო მოხელეებს საკუთარ ხედვები და დაკვირვებები გაუზიარეს. თანასწორობის და სოლიდარობის ქსელის მიზანია, გაზარდოს გადაწყვეტილების მიმღები პირების ცოდნა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ისტორიასა და სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტზე, ასევე ადგილობრივი თემების გამოწვევებზე.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში:"არადომინანტი რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა კვლევისა და მონაწილეობითი ადვოკატირების გზით". პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“