[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლების შეხვედრა ახალციხეში მცხოვრებ მუსლიმ მესხებთან

04ივნ

Cover image

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) თანამშრომლები მიმდინარე წლის 4 ივნისს ახალციხეში მცხოვრებ მუსლიმ მესხებს შეხვდნენ და მოისმინეს მათი გამოცდილებები, გამოწვევები და წუხილები.
 
მუსლიმი მესხების განმარტებით, ისინი საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ ამ ქვეყანაში. თუმცა, სახელმწიფოს დამოკიდებულება მუსლიმ მესხებთან მიმართებით არსებითად პრობლემურია და რეპატრიაციის სამართლებრივი წინაპირობების მიუხედავად, მათ საქართველოში არ შეექმნათ სოციალური და სამართლებრივი გარანტიები, რომელიც მათ განვითარების რეალურ შესაძლებლობას მისცემდა. მესხების ნაწილს კვლავ ექმნებათ ბარიერები მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, რაც მათ ართმევს წვდომას ისეთ ბაზისურ სერვისებზე და უფლებებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, საზღვრის კვეთა. მათ ნაწილს პრობლემა ექმნებათ ბინადრობის ნებართვების მიღების პროცესშიც კი. მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი მუსლიმ მესხებზე არ ვრცელდება სოციალური მხარდაჭერის სპეციალური პროგრამები, რაც საქართველოში ახლად დაბრუნებულ ოჯახებს სიღარიბისთვის და სოციალური დაუცველობისთვის წირავს.
 
არაღიარებისა და უუფლებობის ეს პრაქტიკა, მუსლიმ მესხებს აფიქრებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მათი რეალური მიღებისა და ინტეგრაციის მიზანი არ აქვს და ისინი კვლავ მიუღებელ ჯგუფად და „საფრთხედ“ არიან დანახულები.   
 
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) უახლოეს მომავალში დეტალურად შეისწავლის მუსლიმი მესხების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და შეეცდება მოსახლეობის ინდივიდუალური თუ კოლექტიური გამოწვევების მოსაგვარებლად სამართლებრივი მხარდაჭერა შესთავაზოს მათ.  

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“