საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
13ნოე
13-14 ნოემბერს სოლიდარობის პლატფორმის მორიგი გასვლითი ღონისძიება პანკისში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე დისკუსიები სოლიდარობის პლატფორმის მომავალ გეგმებს, საქმიანობას და ახალი წევრების მიღების საკითხს ეხებოდა.
პირველ დღეს პლატფორმის წევრებმა ისაუბრეს სოლიდარობის პლატფორმის მომავალი სტრუქტურისა და ფორმატის შესახებ. ასევე, განიხილეს პლატფორმის მუშაობის მომავალი გეგმები, ამოცანები და გაფართოების სტრატეგიები. დღის ბოლოს, პლატფორმის წევრებმა უყურეს მხატვრულ ფილმს Where do we go now? (ახლა საით წავიდეთ?) და შემდგომ გაიმართა დისკუსია.
შეხვედრის მეორე დღეს გაგრძელდება განხილვები მომავალი საქმიანობის, ამოცანების და გაფართოების სტრატეგიების შესახებ. ასევე, სოლიდარობის პლატფორმის წევრები ეწვივნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანს და გაეცნენ საქართველოს უდიური თემის გამოცდილებებს, გამოწვევებს და ისტორიას: https://cutt.ly/sTvhuH8
სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს აქტივისტებს თბილისიდან, აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და სამცხე-ჯავახეთიდან და მიზნად ისახავს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოღვაწე აქტივისტების ერთმანეთთან დაკავშირებას და საჯარო ცხოვრებაში მათი გავლენების და მონაწილეობის გაძლიერებას.
პლატფორმის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის და უფლებების დაცვის გაძლიერება კვლევის, განათლების, ადვოკატირების და ნდობის მშენებლობის გზით“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ახორციელებს.
ინსტრუქცია