საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
11ივლ
11 ივლისს, პანკისში სოლიდარობის პლატფორმის შეხვედრა გაიმართა.
პლატფორმის წევრებმა იმსჯელეს ჩვენს საზოგადოებაში სოლიდარობის, თანასწორობის და სოციალური სამართლიანობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, სოლიდარობის პლატფორმის როლზე ამ პროცესში და სამომავლო გეგმებზე. გარდა ამისა, პლატფორმის წევრებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, პლატფორმის მისიაზე და კოლექტიური თვითორგანიზების მნიშვნელობაზე. პლატფორმის წევრებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება სოლიდარობის პლატფორმამ ჩამოაყალიბოს ალტერნატიული საჯარო სივრცე, სადაც დამკვიდრებული კონსერვატიული და ლიბერალური იდეოლოგიების და დომინანტური პერსპექტივების კრიტიკული გადააზრება შესაძლებელი გახდებოდა.
შეხვედრის ფასილიტაცია გასწია მალხაზ სალდაძემ, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების საკითხებზე მუშაობის მრავალმხრივი და ღირებული გამოცდილება აქვს.
სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს აქტივისტებს პანკისის, აჭარის, ქვემო ქართლის, თბილისის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ახალგაზრდებს და მისი მიზანია სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის დიალოგისა და სოლიდარობის პრაქტიკის შექმნის მხარდაჭერა და არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების საჭიროებების, წუხილებისა და პერსპექტივების პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურად დაყენება.
პლატფორმის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის და უფლებების დაცვის გაძლიერება კვლევის, განათლების, ადვოკატირების და ნდობის მშენებლობის გზით“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს.
ინსტრუქცია