[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

სოლიდარობის პლატფორმის შეხვედრა - ევროკავშირი და კულტურის პოლიტიკა

16ივლ

Cover image

16-17 ივლისს სოლიდარობის პლატფორმის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე დისკუსიები ეხებოდა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და კულტურის პოლიტიკას საქართველოში. შეხვედრების პირველ დღეს, ექსპერტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, ივანე ჩხიკვაძემ, დავით ზურაბიშვილმა, შოთა დიღმელაშვილმა და ლიზა ჟვანიამ პლატფორმის წევრებს გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები თემაზე: სად და როგორ მივდივართ? - ევროკავშირის წევრობის გზაზე დაშვებული შეცდომები და საჭირო ნაბიჯები. მეორე დღეს, მოხსენებები წაიკითხეს ცირა ელისაშვილმა და სულხან სალაძემ თემაზე: არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების კულტურების აღიარება, დაცვა და განვითარების მხარდაჭერა.  

მეორე დღის ბოლოს, სოლიდარობის პლატფორმის წევრებმა კოლექტიურად განიხილეს მოხსენების დროს გამოთქმული მოსაზრებები. ამასთანავე, მეორე დღის ბოლოს მონაწილეებმა ისაუბრეს პლატფორმის სამომავლო გეგმებზე.       

სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს აქტივისტებს თბილისიდან, აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და სამცხე-ჯავახეთიდან და მიზნად ისახავს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოღვაწე აქტივისტების ერთმანეთთან დაკავშირებას და საჯარო ცხოვრებაში მათი გავლენების და მონაწილეობის გაძლიერებას.

პლატფორმის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს. 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“