საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14დეკ
14-15 დეკემბერს გაიმართა EMC-ს სოლიდარობის პლატფორმის მორიგი შეხვედრები. მიმდინარე დისკუსიების თემა იყო: პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციები საქართველოში. დისკუსიების ფარგლებში მოხსენებები წაიკითხეს შემდეგმა მომხსენებლებმა: მარინა მუსხელიშვილი - პოსტ-საბჭოთა საქართველოში პოლიტიკური ტრანსპორმაციები; მათე გაბიცინაშვილი - პოსტ-საბჭოთა საქართველოში ეკონომიკური ტრანსფორმაციის; ნინო ხელაია - სოციალური სტრუქტურის ტრანსფორმაცია და ჰეგემონური დისკურსები პოსტ-საბჭოთა საქართველოში. შეხვედრის ფარგლებში ასევე შედგა პანელი პოლიტიკოსების მონაწილეობით, სადაც მათ მიმდინარე ტრანსფორმაციების შესახებ საკუთარი პოლიტიკური ხედვები წარადაგინეს და პლატფორმის მონაწილეების კითხვებს და კრიტიკას უპასუხეს. ამ პანელზე პლატფორმას ბექა ნაცვლიშილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი სტუმრობდნენ. შეხვედრის ფარგლებში პლატფორმის მონაწილეებმა წარმოადგინეს მოხსენებები იმაზე, თუ რა გავლენას ახდენდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციები მათ რეგიონებზე (აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და პანკისი). პლატფორმის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.
ინსტრუქცია