[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

სოფელ მარადისში და ხულდარაში მცხოვრებ მოქალაქეებთან იურიდიული დახმარების შეხვედრები

22მაი

Cover image

2023 წლის 22 და 23 მაისს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელების მარადისისა და ხულდარას მოსახლეობას იურდიული კონსულტაციები გაუწიეს. შეხვედრა  ჩატარდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

სოფელი მარადისში ცხოვრობენ აჭარელი ეკომიგრანტები, ხოლო ხულდარას მოსახლეობის უმრავლესობას საქართველოს აზერბაიჯანელები წარმოადგენენ.

მარადისის მოსახლეობისთვის გაწეული სამართლებრივი კონსულტაციის დროს გამოიკვეთა, რომ მათთვის პრობლემურია სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, კერძოდ, მუნიციპალური ტრანსპორტის, საბავშვო ბაღის არარასებობა და სტანდარტებთან შეუსაბამო სკოლის არსებობა. ადგილობრივების განმარტებით, სოფელში არსებული სკოლის შენობა არ არის საკმარისი 80 მოსწავლისთვის, რის გამოც სწავლება ორ ცვლაში მიმდინარეობს, ხოლო საკლასო ოთახების მცირე ფართობის გამო მოსწავლეებს არაადეკვატურ პირობებში უწევთ ყოფნა. სოფელში არ არის საბავშვო ბაღი და მშობლები საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ ბავშვების ტრასნპორტირებას მარნეულის საბავშვო ბაღში.  მითითებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოსახლეობის სურვილითა და სახელით უახლოეს მომავალში მიმართავს შესაბამის უწყებებს და მოითხოვს პრობლემების მოგვარებს.

სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები აღმოჩნდა მთავარი გამოწვევა ხულდარას მოსახლეობისთვის. მათ აღნიშნეს, რომ სოფელში არის სარწყავი წყლის პრობლემა და ზაფხულში გვალვის გამო ხშირად უფუჭდებათ მოსავალი. აგრეთვე ადგილზე არ არის საბავშვო ბაღი და სოფლის მოსახლეობას საკუთარი ხარჯებით უწევთ ბავშვების ტრანსპორტირება მეზობელ სოფლებში.  სოფელში არსებული საერთო პრობლემების მიღმა ადგილობრივებმა მიიღეს სამართლებრივი კონსულტაცია საკუთრების, მემკვიდრეობის, განქორწინებისა და სოციალური დახმარების საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოფლებში გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს რელევანტური სახელმწიფო უწყებებისთვის მიმართვას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კვლავ აგრძელებს სამართლებრივი დახმარების შეხვედრების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვან ქალაქებსა და სოფლებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“