[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

შშმ პირთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი რეგიონალური შეხვედრა

14ივნ

Cover image

14 ივნისს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა და პლატფორმა სალამ-მა ჩაატარა შშმ პირთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი რეგიონალური შეხვედრა.

შეხვედრის დროს ადგილობრივმა შეზღუდული შესაძლებლობები მქონე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა აქტივისტებმა, შშმ პირების უფლებების დაცვაზე ეროვნულ დონეზე მომუშავე ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს შშმ თემის გამოწვევებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

პირველ პანელზე, შშმ თემის წარმომადგენლებმა, ჰამზა კულიევმა და ჯაფარ მამედოვმა, საკუთარ გამოცდილებებზე დაყრდნობით, დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს შშმ ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები რეგიონებში.

მეორე პანელზე მაკა ჭანკვეტაძემ, გიორგი ძნელაძემ და მარიამ ჯანიაშვილმა ისაუბრეს საქართველოში შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობაზე, ამ კუთხით არსებულ საკანონმდებლო ბაზასა და ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო სერვისებზე წვდომის საკითხებზე.

შეხვედრის მესამე პანელზე, შშმ თემის წარმომადგენელმა აქტივისტებმა/მშობლებმა გიორგი ახმეტელმა, ოლღა კალინამ და ნინო კალანდიამ შშმ პირთა უფლებების დაცვაში აქტივიზმის როლზე იმსჯელეს.

შეხვედრა ჩატარდა პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" დახმარებით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“