საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
17მაი
17, 20 და 24 მაისს კასუმლოს, ქვემო სარალის და ხულდარას სათემო ცენტრებში შეხვედრები ჩატარდა გლეხთა კოოპერატივებისა და სახელმწიფოს მიერ აგრარული მეურნეობის სუბსიდირების პროგრამების შესახებ. შეხვედრებს უძღვებოდა დავით გელუტაშვილი.
სუსტი საინფორმაციო კამპანიების გამო რეგიონებში მოსახლეობას მცირე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო პროგრამებისა და სოფლის მეურნეობის სუბსიდირების შესახებ. საქართველოს აზერბაიჯანელ და სომეხ თემში კიდევ უფრო დაბალია ამ საკითხების ცოდნა მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის ადგილობრივი წარმოებიდან კომპაქტურად დასახლებულ აზერბაიჯანელ და სომეხ თემზე სასოფლო მეურნეობის წარმოების დიდი წილი მოდის.
შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ქვემო ქართლში მასწავლებლების, როგორც სოციალური ცვლილებების აგენტების და სათემო ცხოვრების გაძლიერება და მხარდაჭერის" ფარგლებში ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით
ინსტრუქცია