[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

შეხვედრა სოფელ სარალში

11სექ

Cover image

2019 წლის 11 ოქტომბერს EMC-ის წარმომადგენლები ქვემო სარალის სათემო ცენტრთან ერთად, სოფელი სარალის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათთვის პრობლემატურ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციები გასცეს, ასევე მოისმინეს ის წუხილები და საჭიროებები, რომლებიც ადგილობრივებს აქვთ. EMC სოფლის პრობლემების შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერიას მიაწვდის და მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავების პროცესში არსებული პრობლემების ადვოკატირებას შეეცდება. EMC-ის იურისტებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტაცია გაუწია სოციალურმა მუშაკმა და ორგანიზაცია თანადგომის ექიმმა. სოციალურმა მუშაკმა ქალებს მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს სოციალური სერვისებისა და მათი მიღების წესის შესახებ. ექიმმა კი ქალებს ონკოლოგიური დაავადებების რისკების, პრევენციის და შესაბამისი პროგრამების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“