[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

შეხვედრა სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობასთან - მიწის საკითხი

09ნოე

Cover image

9 ნოემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და სათემო აქტივისტის, თოზუ გულმამედლის ორგანიზებით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი იორმუღანლოს მოსახლეობას შორის. 

შეხვედრის დროს, მოსახლეობამ სააგენტოს წარმომადგენლებს გაუზიარა საკუთარი წუხილები, გამოწვევები და გამოცდილებები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების და სასოფლო სამეურნეო მიწების იჯარის აღებასთან დაკავშირებით, ასევე, შეხვედრის დროს მოსახლეობამ ისაუბრა მესაქონლეობასთან დაკავშირებულ სხვა გამოწვევებზეც. მოსახლეობის თქმით, სახელმწიფოს ენობრივი პოლიტიკის შედეგად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ფერმერები ხშირად ვერ მონაწილეობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწების აუქციონის წესით იჯარით აღების პროცესში და იძულებულნი არიან, რომ მესამე პირებისგან აიღონ ეს მიწები უფრო მაღალი საფასურის გადახდის სანაცვლოდ. ასევე გაჟღერდა ისეთი პრობლემები, როგორიცაა: ბაზისური ინფრასტრუქტურის არ არსებობა, ცხვრის გადასარეკი ტრასების პრობლემური მდგომარეობა, საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები, მეცხვარეებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების არ არსებობა და ა.შ. 

თავის მხრივ, სააგენტოს წარმომადგენლებმა მზადყოფნა განაცხადეს მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებების მხარდაჭერის საკითხზე და მოსახლეობას მიაწოდეს დამატებითი ინფორმაცია სააგენტოს ფარგლებში არსებული პროგრამებისა და სერვისების შესახებ. 

ინფორმაციისთვის, საგარეჯოს სოფელი იორმუღანლოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან, ხოლო მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩართულია სოფლის მეურნეობით საქმიანობაში, კერძოდ მესაქონლეობა და მეცხვარეობა. თუმცა, მოსახლეობა ჩვენთან ხშირად საუბრობს საძოვრებისა და სასოფლო სამეურნეო მიწების უსამართლოდ და პრობლემურად გადანაწილების პრაქტიკებზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“